|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„მომგებიანი" აზარტული ბიზნესი შეზღუდვების მოლოდინში

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი­დან ბიუჯეტ­ში შე­სუ­ლი თანხის მო­საკ­რებელი ასე ნა­წილ­დება: სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებიდან ბიუჯეტ­ში შე­სუ­ლია 1 მი­ლი­ონ 900 000 ლა­რამ­დე, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებიდან, ბინ­გოებიდან და ლო­ტოებიდან - 200 000 ლა­რამ­დე, სხვა არაკ­ლა­სი­ფი­ცი­რებული სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებლის სახით ბიუჯეტ­ში შე­სუ­ლია 204 000 ლა­რი. 

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გეგ­მა­ზე გა­და­ჭარბებით მი­ღებული შე­მო­სავ­ლები სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის­თვის და­წე­სებულ გაზ­რდილ გა­და­სახადებს უკავ­ში­რდება. სა­გა­და­სახდო კო­დექ­სში ცვლი­ლება პარ­ლა­მენ­ტში 2011 წლის დაწყის­ში შე­ვი­და. ცვლი­ლების თა­ნახმად, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი მო­გებისა და სხვა გა­და­სახდების­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. თუმ­ცა, შე­იც­ვა­ლა სა­ნებარ­თვო პი­რობები და რაც მთა­ვა­რი­ა, გა­ი­ზარ­და მო­საკ­რებლის მო­ცუ­ლობა. სა­ნებარ­თვო მო­საკ­რებლის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი  50 000 ლა­რი, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი  - 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­საზ­ღვრა. მე­წარ­მე აღ­ნიშ­ნულ თანხას ყოველ წელს,  5 წლის მან­ძილ­ზე იხდის.  ცვლი­ლებების ამოქ­მე­დების შე­დე­გად, თვით­მმარ­თვე­ლობებში აღ­ნიშ­ნულ ობიექ­ტებზე მო­საკ­რებლის და­წე­სება თა­ვად, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თველ ორ­გა­ნოებს და­ე­ვა­ლათ.

ქუ­თა­ი­სის სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­მაც არ დააყოვ­ნა და  სა­თა­მა­შო ობიექ­ტებზე მო­საკ­რებელი გა­ზარ­და. (სა­თა­მა­შო ობიექ­ტებზე გაზ­რდი­ლი მო­საკ­რებელი ასე გა­და­ნა­წილ­და: თი­თო­ე­ულ სა­თა­მა­შო აპა­რატ­ზე - კვარ­ტალ­ში 2100 ლა­რი, თითო­ე­ულ წა­მახალი­სებელ გა­თა­მა­შებაზე - საპ­რი­ზო ფონ­დის 10% შე­დის ბიუჯეტ­ში, სის­ტე­მურ ელექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მით მოწყობილ თა­მა­შებზე კვარ­ტალ­ში - 30 000 ლა­რი, ლა­ტა­რიების მოწყობაზე ლა­ტა­რი­ის ბილე­თების რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღებული ამო­ნა­გების - 10%, სის­ტე­მუ­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მით მოწყობილი, ან აზარ­ტუ­ლი, ან მომ­გებია­ნი თა­მა­შის თი­თო­ე­ულ სა­ლა­რო­ზე - კვარ­ტალ­ში 5 000 ლა­რი.

ამ დრო­ის­თვის და­წე­სებული მო­საკ­რებელი სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ზე სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რი­ა. ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში არ­სებული მო­საკ­რებელი არის გათ­ვლი­ლი  ამ ბიზ­ნე­სი­დან თანხების მაქ­სი­მა­ლურ მობილი­ზა­ცი­ა­ზე", - ამბობს ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს უმ­რავ­ლე­სობის წევ­რი მე­რაბ მეშ­ვე­ლი­ანი.

თა­ვად, გა­სარ­თობი ობიექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლები მი­იჩ­ნე­ვენ, გა­და­სახადების გაზ­რდა მცდა­რი გა­დაწყვე­ტი­ლება იყო.

„აქ ჩვენ ადა­მი­ა­ნები გვყავს და­საქ­მებული, რო­მელ­თა უკან ოჯახები დგას. ამი­ტომ, სწო­რად არ მი­მაჩ­ნი­ა, რომ მო­საკ­რებელი გა­ზარ­დეს, სა­ლი­ცენ­ზიო ფას­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. მო­საკ­რებლის გაზ­რდის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ობიექ­ტი დაიხურა. უბრა­ლოდ, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­დე­ნის გა­დახდა", - ამბობს ქუ­თა­ის­ში, ვარ­ლა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სებული ერთ-ერ­თი გა­სარ­თობი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სუ­დან ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

გაზ­რდი­ლი მო­საკ­რებლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცნობილი ხდება, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რებით მთავ­რობას ახალი ინი­ცი­ა­ტი­ვები შე­მო­აქვს. კერ­ძოდ, „ლა­ტა­რიების, აზარ­ტუ­ლი და სხვა მომ­გებია­ნი თა­მა­შობების მოწყობის შე­სახებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლებები შე­დის. მთავ­რობის ინი­ცა­ტი­ვით, აზარ­ტუ­ლი კლუბების მოწყობის ნებარ­თვა მხოლოდ თბილის­ში გა­ი­ცე­მა. ამას­თან კა­ნონ­პრო­ექ­ტის მიხედ­ვით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ქარ­თველ და უცხოელ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თობა კა­ნო­ნით და­რე­გუ­ლირ­დება.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ზე შეზ­ღუდ­ვების და­წე­სებას (მიუხედა­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი­დან სო­ლი­დუ­რი ამო­ნა­გები ამო­აქვთ)  და­დებითად აფა­სებენ. ეს გა­დაწყვე­ტი­ლება ძა­ლი­ან კარ­გი­ა. ამ ბიზ­ნესს აქვს თა­ვი­სი და­დებითი და უარყოფი­თი მხარე. და­დებითია ის, რომ ვთქვათ ბიუჯეტ­ში თანხა შე­დის, ადა­მი­ა­ნები და­საქ­მებულები არი­ან და კი­დევ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე მო­წეს­რი­გებულია ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა.­ უ­არყოფი­თად გა­მოვ­ლინ­და ამ ბიზ­ნეს­ში ახალ­გაზ­რდების ჩარ­თუ­ლობა, რა­საც ძა­ლი­ან ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გები მო­აქვს," - გან­მარ­ტავს მე­რაბ მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

ავტორი: თეკლა მორგოშია