|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

ბაღდათის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცებაზე მიდგა ჯერი. აღნიშნული დებულების მიხედვით,  გამგებელს უფლება აქვს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლოს და დანიშნოს ააიპის ხელმძღვანელები.  

საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გამგებელმა გეგეშიძემ ამ უფლებით დებულების  მიღებამდე 11 დღით ადრე ისარგებლა და ააიპ "ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი მაია სულამანიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სულამანიძის განცხადებით, გამგებელს არანაირი მიზეზი არ ქონდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის, გარდა პოლიტიკური მოტივისა. 


 

ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე