|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ოთო ნემსაძის სიტყვა ღმერთისგან მინიშნებად მივიღე“

 გოჩა ჭაბუკაიძე პროექტმა "ნიჭიერი" ძალიან პოპულარული გახადა. ის მაყურებლის ფავორიტი და საყვარელი მომღერალია. სწორედ მაყურებლის გადაწყვეტილებით, ჭაბუკაიძე  „ნიჭიერის“ ფინალშია. მისი ემოციური გამოსვლა ყველასთვის შთამბეჭდავი იყო. „Newpress.ge“გთავაზობთ ინტერვიუს მომღერალთან.

-როგორი იყო თქვენი ცხოვრება "ნიჭიერამდე"?

 - ჩვეულებრივი, ვარ მედავითნე და რესტორანის მომღერალი.

 -  რამ განაპირობა თქვენი ნიჭიერში“ გამოსვლა ?

 -  შვილების თხოვნამ და ოთო ნემსაძის გადამწყვეტმა სიტყვამ.

 -  რა სიტყვამ, თუ საიდუმლო არ არის ?

 - ოთოს დაჟინებული მოთხოვნა იყო მონაწილეობა მიმეღო პროექტში. სულ მეუბნებოდა ხოლმე: "რატომ არ გადიხარ ნიჭიერში“რას ელოდებიო!"

 -  რა შეცვალა " ნიჭიერმა" თქვენს ცხოვრებაში?

- ბევრი რამ..სრულიად უცხო ადამიანები ჩემთვის ყველაზე ახლობლები გახდნენ; სითბოს და სიყვარულს მაგრძნობინებენ. ვერც მე ვრჩები გულგრილი და ვგრძნობ, რომ იგივეს უნდა ღებულობდნენ ჩემგან!!!

- მუსიკალური განათლება გაქვთ ?

-კი,  აკორდეონის ხუთწლედი მაქვს დამთავრებული და მეორე მუსიკალური სასწავლებელი პიანისტის სპეციალობით.

 -ქართველი მომღერლებიდან ვის გამოარჩევდით და რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა ?

 - ვერავის ვერ გამოვარჩევრადგან საქართველოს მრავალი ნიჭიერი მომღერალი ჰყავს. ჩემი საყვარელი სიმღერაა „ პაწაწინა სამოთხე“.

 - ადვილია იყო უკვე ცნობილი მომღერალი?

 - ძალიან ძნელია იმ მხრივრომ სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია ამ ადამიანს მაყურებლის წინაშე.

 - იყო თუ არა ერთგვარი რისკი ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა და რას პროგნოზირებდით მაყურებლის რეაქციაზე?

 - ნამდვილად რომ იყო რისკი,მაგრამ შვილების მოთხოვნა და ოთო ნემსაძის სიტყვა ღმერთისგან მინიშნებად მივიღე. მაგრამ ამხელა რეაქციას და მითუმეტეს, ამდენ სითბოსა და სიყვარულს ხალხისგან არ ველოდი.აქვე მინდა აღვნიშნო ისიც,რომ თუ ღმერთის ნებით ხდებოდა,მწამდა რომ მას თავისი მკლავით წარმართავდა!!! 

- როგორ ემზადებით ფინალისთვის, უმზადებთ თუ არა სიურპრიზს მაყურებელს და რამდენად შეძლებთ პუბლიკის ისევ გაოცებას?


 - გაოცების რა გითხრათ, მაგრამ ფინალში ორივე გამოსვლაზე უკეთესი ვიქნები. იმედებს არ გავუცრუებ ჩემს გულშემატკივრებს.

 - რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენ გახდებით 2014 წლისნიჭიერისგამარჯვებული ?

 - ძლიერიც და ღირსეულიც არიან კონკურენტები. რაც შეეხება გამარჯვებას, გაიმარჯვებს ის, ვისთვისაც ღმერთისგან არის განკუთვნილი.

 -  რას ისურვებდით 2015 წელს და რას უსურვებდით მოსახლეობას?

 -  2015 წელი ყველასთვის საუკეთესო წელიწადი ყოფილიყოს. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, ღვთის წყალობასმშვიდობას, ულევ სიხარულსა და სიყვარულს. თითოეული ემიგრანტს ვუსურვებ თავის კერას მშვიდობით დაუბრუნდეს!!

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა