|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„კომედი შოუ“ „ნოდარის“ გარეშე რჩება

რუსთავი 2–ს გასართობი გადაცემა „კომედი შოუ ჭამე ნოდარის გარეშე რჩებ. მისი როლის შემსრულებელმა მსახიობმა და სცენარისტმა გიგა ტაბიძემ არხი  დატოვა. მიზეზების შესახებ პოპულარული იუმორისტი ინტერვიუში  საუბრობს

-გიგა რატომ დატოვე "კომედი შოუ"?

-არ ვარ პროფესიით მსახიობი და გადავწყვიტე,  საკუთარ კარიერას მივხედო, სწავლის გაგრძელება მინდა, რაშიც ტელევიზიის და   კომედი შოუს   გადატვირთული გრაფიკი რაღაც დოზით ხელს მიშლიდა.

-რა გეგმები  გაქ?

-დღეს ევროპაში მივფრინავ, იქიდან დაბრუნების შემდეგ მეცოდინება ზუსტად, რის გაკეთებას შევძლებ. თუმცა  ჩემი სამომავლო გეგმები ტელევიზიას და გასართობ გადაცემებს არ უკავშირდება.

-რა რეაქცია ჰქონდა კომედი შოუს“ გუნდს შენს გადაწყვეტილებაზე?

- ეს ყველაფერი  ჩვეულებრივად მიიღეს, იყო კითხვები,  თუ რა იყო ამის მიზეზ. ამ გუნდს მინდა ვუსურვო  მეტი წარმატება და ბევრი ახალი სახის და იუმორისტის აღმოჩენა, რაც ნამდვილად ეხერხებათ.

-მაყურებელს რას ეტყვი?

-მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიყურებდა, მოწონდა ჩემი შესრულებული როლები და მგულშემატკივრობდა.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ სიყვარულისთვის რასაც, ჩემს მიმართ გამოხატავდნენ.

droni.ge

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი