|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძეა

ცნობილ ქართველ პიანისტს და საზოგადო მოღვაწეს ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მიენიჭება. ღონისძიება  22 იანვარს პარიზში იუნესკოს შტაბბინაში გაიმართება. საპატიო ტიტულს ქართველ ხელოვანს იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა გადასცემს. ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდილირა“, რომლის მთავარი მიზანიც არის ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა, ასევე მართავს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და მისი საქველმოქმედო ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და აღნიშნული წოდება პირველად მიენიჭება ქართველ ხელოვანს.

ელისო ბოლქვაძის, როგორციუნესკოს მშვიდობის არტისტისსამომავლო გეგმები უკავშირდება მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებების საშუალებით.

იუნესკოს მშვიდობის არტისტის საპატიო წოდებას ფლობენ მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები: სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, პლასიდო დომინგო, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, მეჰრიბან ალიევა.

ავტორი: ნიუპრესი