|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

11 წლის მექსიკელს აინშტაინს ადარებენ

მექსიკელი 11 წლის გენიოსი, ლუის რობერტო რამირესი, რომლის ინტელექტსაც ალბერტ აინშტაინის ინტელექტს უტოლებენ, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს, სადაც მისი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის საკითხს განიხილავენ.
მას ერთ-ერთი კოლეჯის სრული კურსის დასასრულებლად ათი კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც მას უფლება აქვს უნივერსიტეტში ჩააბაროს.
ლუისმა 47 საგნის გამოცდებიდან მხოლოდ ერთში მიიღო ცხრა ქულა, ყველა დანარჩენში კი - მაქსიმალური ათი.
პედაგოგებმა, რომლებიც ასეთ მაღალ შედეგს არ ელოდნენ , ტესტების მიხედვით ბავშვის IQ-ს კოეფიციენტი განსაზღვრეს და როგორც გაირკვა, რომ პატარა გენიოსის ინტელექტის დონე ალბერტ აინშტაინის ინტელექტის ტოლია. ეს კი თითქმის 160 ქულაა. ლუის რობერტოს ერთადერთი ოცნება ჰარვარდის უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკის შესწავლაა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა