|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელს ეძებენ

   ქუთაისის მელიტონ ბალნჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები, სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭჲნაძის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. როგორც ისინი ჩვენთან პირად საუბრებში აცხადებენ, ჭიჭინაძე უკვე წელიწად ნახევარია სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს და მთელი ამ დროის განმავლობაში სულ რამდენჯერმე  არის ნამყოფი სამსახურში. მათთვის მიუღებელია რეპეტიციის გარეშე გავლილი თვეები და კვირეები, ეს ყველაფერი ცუდად აისახება მომღერლებზე და ორკესტრის წევრებზე.
   აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ნიუპრესი“ ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თორნიკე მარჯანიშვილს ესაუბრა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. მარჯანიშვილის განცხადებით, ჭიჭინაძე როდესაც საქართველოში იმყოფება, ყოველთვის არის სამსახურში და მუშაობს რიგ საკითხებზე: ,,ბატონი გოგი საიუბილეო კვირეულის პერიოდში არ იმყოფებოდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ის იმყოფებოდა უცხოეთში გასტროლებზე, რომელიც უკვე ერთი წლით ადრე იყო შეთანხმებული და რომლის გაუქმებაც შეუძლებელი იყო“.



  კითხვაზე, უცხოეთში მისი ვიზიტი რაიმე ფორმით ხომ არ უკავშირდებოდა ქუთაისის ოპერის თეატრის საქმეებს, მარჯანიშვილმა განაცხადა, რომ  ეს იყო მისი პირადი გასტროლები და არანაირად არ ეხებოდა ოპერის საქმეებს: "მოგეხსენებათ, ბატონი გოგი ძალიან ნიჭიერი და მოთხოვნადი დირიჟორია, სწორედ ამიტომ მას ხშირად იწვევენ უცხოეთში. თუმცა ეს ყოველივე თეატრის მუშობას არ აფერხებს, რადგანაც ბატონი გოგი საქართველოში ყოფნისას ყოველთვის იმყოფება თეატრში და მუშაობს რიგ საკითხებზე. როდესაც საიუბილეო კვირეულისთვის ვემზადებოდით, მან წასვლამდე სამოქმედო გეგმა დაგვიტოვა, ასევე წასვლამდე მოაგვარა თბილისის ოპერის თეატრის ჩამოსვლა ქუთაისში და სხვა სამუშაოები. მოგვარებული დატოვა ასევე, თუ ვინ უდირიჟორებდა კონცერტებს. ბატონი გოგის არყოფნის პერიოდში ამ ყველაფერს მეთვალყურეობას ქალბატონი მაია ნიკოლაძე უწევს“ - განაცხადა მარჯანიშვილმა.
  ,,ნიუპრესი"-სათვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ არა მარტო სამხატვრო ხელმძღვანელი, არამაედ თეატრის რეჟისორი მაია გაჩეჩილაძეც მხოლოდ მაშინ იმყოფება ქუთაისში, თუ რაიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, დანარჩენ დღეებში კი თბილისში, ან სხვა სამსახურში იმყოფება. კითხვაზე, სამსახურში არყოფნის პერიოდში ექვითებათ თუ არა ხელფასები ზემოთაღნიშნულ პირებს, მარჯანიშვილმა განაცხადა, რომ მათ გაცდენების გამო ხელფასები არ ექვითებათ:  ,,ხელფასები, რა თქმა უნდა, არ ექვითებათ და ამ საკითხზე არც კი გვისაუბრია, რადგანაც მათი არყოფნა არ აფერხებს თეატრის ფუნქციონირებას და ეს ადამიანები თავიან საქმეს სრულყოფილად ასრულებენ“, - აცხადებს მარჯანიშვილი.
თეარტის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იმასაც აღნიშნავს, რომ არ არის ადგილობრივი კადრები, რომლებიც ამ ფუნქციებს შეასრულებენ და უბრალოდ, აუცილებელია მათი თბილისიდან მოწვევა: ,,ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოდის, დღესდღეობით, არ არის ქუთაისში დირიჟორი, ამ მხრივ კადრების სიმცირეა“, - განაცხადა მარჯანიშვილმა.
  ,,ნიუპრესი“ ვადაგასული ხელშეკრულებებითაც დაინტერესდა და როგორც აღმოჩნდა, რომ  ასეთი ხელშეკრულებების მქონე პირებზე ხელფასები  ჩვეულებისამებრ იცემა. ,,მოგეხსენებათ, ოპერის ბიუჯეტი საქართველოს ხაზინაში გადადის და ეს  რიგ შეფერხებებთან არის დაკავშირებული. ამ დროისთვის კულტურის სამინისტროში საკადრო ნუსხა უკვე გადაგზავნილია და ველოდებით დამტკიცებას. მიუხედავად ხელშეკრულებების ვადების გასვლისა, ვერ მოხდება თანამშრომელთა დათხოვა და თეატრის ფუნქციონირების შეჩერება, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას და შესაბამისად ხელფასებიც გაიცემა“ ,- განაცხადა მარჯანიშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა