|
  • EUR 1 = GEL 3.8292
  • USD 1 = GEL 3.2897
|

გიორგი დარასელია: "ქუთაისის „ტორპედო“ არის გუნდი, რომლის თამაშზეც მოსვლა ღირს"

 

„ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს განახლებული შემადგენლობით შეხვდება. გუნდში სერიოზული ცვლილებებია. შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი.  

ნაკრების  ახალი მწვრთნელი,  46 წლის ყოფილი „ტორპედოელი“ გიორგი დარასელიაა, რომელმაც “Newpress.ge”  შეკითხვებს თურქეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე უპასუხა.

 ქუთაისის "ტორპედო", ახლახანს, თურქეთში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

- შევხვდებით თურქეთის მმოქმედ ჩემპიონს „დებრეცენს“, ყაზახეთის ჩემპიონს, ბულგარეთის ნაკრებს, კიდევ სხვა გუნდს, ამ ამხანაგური შეხვედრების დროს გამოჩნდება, რა პლიუსები და მინუსები აქვს გუნდს. პირველი თასის თამაში 18 თებერვალს იქნება.

 - როგორ დააკომპლექტეთ გუნდი?

 -  ზოგიერთ ფეხბურთელს მოუწია კლუბის დატოვება, რადგან ისინი შედარებით ახალგაზრდები იყვნენ და მათთვისვე იქნებოდა უკეთესი, თუ ჯერ სხვაგან ითამაშებდნენ 3-4 თვე.  ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი შემადგენლობა, რომელიც გუნდის ჩავარდნილ თამაშებს ამოქაჩავდა. ახლაც ახალგაზრდა ნაკრები გვყავს, ერთი-ორია ვეტერანი ფეხბურთელი, მაგალითად, მახვილაძე, რომლის გამოცდილებას აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი და თავის დროზე, საკადრისი გაცილება მოვუწყოთ. გუნდში  ყველა ფეხბურთელს სხვადასხვა ვადიანი კონტრაქტი ქონდა.  როცა მოვედი, მითხრეს,  ვინ რჩებოდა  და ვინ მიდიოდა. მერე მე თავად შევარჩიე გუნდის შემადგენლობა.  შევარჩეიეთ ისეთები, რომლებსაც გუნდში უთამაშიათ. მაგალითად, კლუბში დავაბრუნეთ ზაზა ჭელიძე, რომელიც ბელორუსიის „გომელში“ თამაშობდა. ზუგდიდიდან დაბრუნდა ვახტანგ კვარაცხელია, „ტორპედოში“ დაბრუნდა გიორგი ადამაძე, ნიკოლოზ საბანაძე, სამტრედიიდან გადმოვიდა ლაშა ქებაძე, ქუთაისში ითამაშებს 27 წლის ნახევარმცველი კლიმიაშვილი. 2 მეკარეები დავიმატეთ შეყილაძე და ტყეშელაშვილი. ვემზადებით შემართებით. გუნდის კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძეა, არ შეგვიცვლია,  თენგიზი კი იმსახურებს იმას, რომ იყოს გუნდის კაპიტანი. მას ამისთვის ყველა მონაცემი აქვს. მისი მოადგილეები ადამაძე და ჭელიძე იქნებიან.

-  რას პირდებით „ტორპედოს“ გულშემატკივრებს?

-  ჩვენი მიზანია ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი, რა თქმა უნდა. გავიდეთ ევროპაზე. უნდა შევეცადოთ, ვიყოთ წარმატებულები.  პირადი გამოცდილებიდან ვიცი,   რა დიდი  მნიშვნელობა აქვს ამას ფეხბურთელისთვის.                       

 -  როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?

 - საფეხბურთო კარიერა „ტორპედოდან“ დავიწყე. ეს პირველი პროფესიონალური გუნდი იყო, სადაიდანაც დავიწყე. 1988 წელს ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირში მეორე უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. მაშინ  მომიწვიეს გუნდში, 1989 წელს, როცა გუნდი  პირველ ლიგაში გადავიდა, ნახევარი წელი „ტორპედოში“ვიყავი, ნახევარი- თბილისის „დინამოში“. 1990 წლიდან, როცა დაიწყო ეროვნული ჩემოიონატი, ისევ  „ტორპედოში“დავბრუნდი. ამ გუნდში თამაშის პერიოდში   ბევრი რამ ვისწავლე, იმ დროინდელი ფეხბურთელებიდან  ზოგი ახლა წარმატებული  მწვრთნელია. შემიძლია ვთქვა, რომ „ტორპედოში“ ყოველთვის იყო ტრადიცია, როგორც კარგი ფეხბურთელების, ასევე კარგი მწვრთნელების.  

 - სამწვრთნელო კარიერა როდიდან დაიწყეთ?

 - საფეხბურთო კარიერა დავასრულე 2003 წელს, 2004 წლის დასაწყისში 3 თვეში დავიწყე მწვრთნელობა ისრაელში, სადაც ვიყავი მთავარი მწვრთნელის თანაშემწე კფარსაბას „ჰაპოელში“, 2012 წლის სექტემბრამდე ასევე ელიშა ლევისთან ერთად მუშაობდისხვა ისრაელურ გუნდებშიჩვენმა გუნდმა ისრაელის ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ  მოიგო. უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ გუნდი.   არ არის ადვილი დაანებო ფეხბურთს თავი და  ეგრევე მწვრთნელი გახდე, თუმცა თავიდან მეც ასე მეგონა. ეს შრომატევადი საქმეა. 2012 წელს გორის „დილას“ ვხელმძღვანელობდი. სადაც საკმაოდ კარგი მიღწევები გვქონდა.  გორის „დილამ“ სატურნირო ცხრილში მეორე ადილი დაიკავა.  აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მთავრი მწვრთნელის კარიერა. გორის „დილამ“ შეძლო უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის დამარცხება. 2013  წელს  რუსეთში მომიწია წასვლა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე და იქ ხაბაროვსკის „სკა–ენერგიას“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ჩემთან ერთად იქ 5 ქართველი ფეხბურთელი იყო და პირველად იმ გუნდის ისტორიაში დაიკავეს მეოთხე ადგილი, თუმცა იქ წლის ბოლომდე არ დავრჩენილვარ, ნოემბრიდან უკვე ზუგდიდის „ზუგდიდს“ ჩავუდექი სათავეში. ჩვენ შევძელით  29 ქულის მოგროვება და სეზონი  11-ე ადგილით დავასრულეთ. სამეგრელოს გუნდი დავტოვე 2014 წლის მაისში და ახლა უკვე  „ტორპედოს“ მწვრთნელი ვარ.

  - როგორ მოხდა თქვენი „ტორპედოს“  მწვრთელის პოზიციაზე თქვენი შერჩევა?

 - ქუთაისის „ტორპედოში“ ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული ჩემი ჩამოსვლით, კლუბის დირექტორი,  ხელმძღვანელობა, მქონდა შემოთავაზებები  თითმის ყოველწლიურად, მაგრამ რატომღაც აქამდე ვერ მოხერხდა, როგორც ჩანს, ყველაფერს თავისი დრო აქვს.  შემოთავაზება როცა მივიღე, დავთანხმდი. ეს შემოთავაზება იყო როგორც ქალქის ხელმძღვანელობიდან,  ასევე კლუბის დირექტორატიდან. ახლა ჩამოვედი ქუთაისში და „ტორპედოს“ 3 იანვრიდან ვავარჯიშებ. მინდა, გუდი გამარჯვებული იყოს და ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში.

 - როგორ შეაფასებდით თქვენი წინამორბედის მოღვაწეობას „ტორპედოში“ და თუ გქონიათ მასთან საუბარი?

 -  რა შემიძლია ვთქვა ჩემს წინამორბედზე. ბატონი რეზო იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, როცა „ტორპედოში“  ვთამაშობდი. მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მისი დამსახურებაა, რომ „ტორპედოში“ ვთამაშობდი. შემიძლია ძალიან ბევრი კარგი რამ გითხრათ ბატონ რეზოზე, როგორც პიროვნებაზე, როგორც ჩემს პირველ მწვრთნელზე, რაც შეეხება სხვა შეფასებებს, ყველა მწვრთნელის თავისი მიდგომა აქვს გუნდთან. მე ჩემი მეთოდები მაქვს, სხვას სხვა. რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით მაშინ, როცა მე ზუგდიდში ვმუშაობდი, ის "ტორპედოს" მწვრთნელი იყო.  მე ხშირად არ ვიყავი საქართველოში და შესაბამისად, ხშირად ვერ ვნახავდი. ახლა მასთან შეხვედრა და საუბარი არ მქონია,  მაგრამ ალბათ შევხვდებით. ჩვენ ისეთი პროფესიის ადამიანები ვართ, ერთმანეთი უნდა დავაფასოთ.  დღეს მე ვარ, ხვალ სხვა იქნება,  მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გვყავდეს კარგი გუნდი და ფეხბურთელები.

 -  რა პრობლემებს ხედავთ გუნდში?

 -  ამ კლუბში, პირველ რიგში, დისციპლინა იყო გამოსასწორებელი. მთავარია, იყოს ურთიერთპატივისცემა,  ბიჭები მოემზადებიან და თავის საქმეს გააკეთებენ. ჩვენი ხელწერა უნდა დავნერგოთ. ეს მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. უნდა დავიწყოთ ქვედა ლიგიდან, ბავშვებიდან, მერე დუბლები და მერე ჩვენ. ყველა მწვრთნელმა რამდენიც  მოვა, თავის ჭკუაზე თუ შეცვალა ყველაფერი, ასე არ გამოვა. ქუთაისის „ტორპედოს“ თავისი ხელწერა უნდა ქონდეს, ისევე როგორც, მაგალითად, თბილისის „დინამოს“ და სხვა გუნდებს აქვს.

 მინდა გავზარდოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გამოადგებიან ეროვნულ ნაკრებს და ასახელენ ქვეყანას. ჩვენ გულშემატკივრებს იმედი არ უნდა გავუცრუოთ.  როგორც ამბობენ, გულშემატკივარი სტადიონზე მეთორმეტე ფეხბურთელია, მათ აქვთ საშუალება ღია ვარჯიშებს დაესწრნონ.   ჩვენი მიზანია, არ გავუცრუოთ ქუთაისელ გულშემტკივრებს იმედები, ვაჩვენოთ კარგი თამაში, წვიმაში და სიცივეში რომ მოვა საგულშემატკივროდ ადამიანი, სტადიონიდან ნაწყენი არ უნდა წავიდეს და უნდა იცოდეს, რომ ქუთაისის „ტორპედო“ არის გუნდი, რომლის თამაშზეც მოსვლა ღირს. 

 

                                                                                                                   






ავტორი: ანა ჯიქია