|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დასჯიდნენ ეკა ყუშიტაშვილს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გერმანიაში

პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება რომ არ შეიძლება, დაწერილი რომ არ იყოს, დაუწერელი კანონი იქნებოდა, თუმცა ასეთ დანაშაულს კანონიც არეგულირებს და ცხადია, გაინტერესებთ, რა ელის მას, ვინც პოლიციელს ვიზუალურ თუ ვერბალურ შეურაცხყოფას მიაყენებს.

იმისათვის, რომ ეს თემა თქვენთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო, მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ჯარიმებია პოლიციელის შეურაცხყოფაზე გერმანიაში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარალელები გავავლოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსა და ჩვენს განვითარებად ქვეყანას შორის.

ზოგადად, გერმანიაში პიროვნების ნებისმიერი სახის შეურაცხყოფაზე კონკრეტული ჯარიმებია დაწესებული და კანონში შეურაცხყოფის ყველა შესაძლო ვარიანტზე კონკრეტული ჯარიმა არსებობს. ოღონდ, გერმანელები ყველა შემთხვევას მაინც ინდივიდუალურად უდგებიან და ითვალისწინებენ იმ ადამიანის ყოველთვიურ შემოსავალს, რომელსაც ჯარიმა უნდა დააკისრონ.

მაგალითად, ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა თავის დროზე პოლიციელს ყველასათვის კარგად ნაცნობი გერმანული სალანძღავი სიტყვა, Arschloch (ანალური ხვრელი) რომ უწოდა, 10 000 ევრო გადაახდევინეს. თუმცა ეფენბერგს ამხელა ჯარიმა იმიტომ გამოუვიდა, რომ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. დაბალაზღაურებადი მოქალაქის შემთხვევაში კი ჯარიმა გაცილებით ნაკლებია.

მაგალითად: თუ გერმანიაში მამაკაცის შემოსავალი თვეში 2000 ევროა და მას ჰყავს ორი, ორიდან ოთხ წლამდე ასაკის შვილი და უმუშევარი მეუღლე, გერმანელები პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმას ასე დაუთვლიან: 2000 ევროს მინუს ორჯერ 250 ევრო (ბავშვები) - რჩება 1500 ევრო. რაკი ამ კაცის მეუღლე უმუშევარია, 1500 ევროდან თავისუფალ შემოსავლად ამ თანხის 60 პროცენტს ჩაუთვლიან - გამოდის 900 ევრო. შემდეგ ამ 900 ევროს ყოფენ 30 დღეზე (ერთი თვის დღეები) და მივიღებთ დღეში 30 ევროს. ასეთი დათვლით ეფენბერგის ყოველდღიური შემოსავალი იმ მომენტში 500 ევრო იყო და ამიტომაც გადაიხადა 10 000 (500 გამრავებული 20 სამუშაო დღეზე), ეს კაცი კი, ვისი შემოსავალიც დღეში 30 ევრო გამოვიდა, იგივე დარღვევისთვის მხოლოდ 600 ევროს გადაიხდიდა...

როგორც უკვე ვთქვით, გერმანიაში ჯარიმის ოდენობა დასაჯარიმებლის შემოსავალზეა დამოკიდებული, სტანდარტული ჯარიმები კი ვიზუალური ჟესტით შეურაცხყოფისთვის ასეთია:  ენის გამოყოფა 150 ევრო, საჩვენებელი თითის შუბლზე მიდება 750 ევრო, შუა თითის ჩვენება 4000 ევრო.

საქართველოში პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც დამნაშავე პიროვნებას დააკავებენ და შემდეგ სასამართლო გამოიტანს განაჩენს: ჯარიმის ოდენობა 250 ლარიდან 2000 ლარამდე (ან პატიმრობა 15 დღით) განისაზღვრება...


წყარო: autobild.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა