|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ბლოგერობის ეკონომიკური სარგებელი?!

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჟურ­ნალ „ლიბერა­ლის" ვებ-რე­დაქ­ტო­რი და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მი­სი გვერ­დის მკითხვე­ლი იყო და თა­ნამ­შრომ­ლობა შეს­თა­ვა­ზა. ამჟამად ჟურ­ნალ „ტაბულას" ბლო­გე­რია და ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­მა­ტი­კით ინ­ტე­რეს­დება. წერს პრობლე­მებზე, რომ­ლებიც ჩვენს თაობას აწუხებს.

ბლო­გინ­გის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005-2006 წლებში და­იწყო და მათ­მა  რა­ო­დე­ნობამ ათასს გა­და­ა­ჭარბა. ინ­ტერ­ნე­ტი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცეა მსოფ­ლი­ო­ში და ამ უპი­რა­ტე­სობის გა­მოყენება ქარ­თველ­მა ბლო­გე­რებმაც და­იწყეს, რაც მა­თი რიცხვის ზრდა­ზეც აი­სახა. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით სე­რი­ო­ზუ­ლი მე­დია-გა­მო­ცე­მებიც ინ­ტე­რეს­დებიან, რაც ინ­ფორ­მა­ცი­ის  მი­წო­დების ხარისხს აუმჯობესებს. ბოლო დროს  ბლო­გე­რების მი­მართ  და­ინ­ტე­რე­სება მი­ნის­ტრებმაც გა­მოხატეს. მა­გა­ლი­თად, გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი გო­გა ხაჩი­ძე ბლო­გე­რებს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში შეხვდა.

ბლო­გე­რობას ორი  ტი­პის  სარ­გებელი აქვს: ინ­ტე­ლე­ქუ­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი. ბლო­გე­რებს უცხოეთ­ში კარ­გი ანაზ­ღა­უ­რება აქვთ. ბლოგს შე­მო­სავ­ლის რამ­დე­ნი­მე წყარო აქვს: 1) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პრო­დუქ­ტის, მომ­სახურების ტი­პუ­რი ბანე­რის (რეკ­ლა­მის) ბლოგ­ზე გან­თავ­სებით მი­ღებული ანაზ­ღა­უ­რება. 2) კონ­კრე­ტუ­ლი „პოს­ტის" გაყიდ­ვა. 3) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის და­ქი­რა­ვებული ბლო­გე­რობა და სო­ცი­ა­ლურ  ქსე­ლებში სა­რეკ­ლა­მო გვერ­დების ად­მი­ნის­ტრი­რება.

ბოლო ერ­თი წლის  გან­მავ­ლობაში, არა­ერ­თმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მი­რება სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას და­უ­კავ­ში­რა. ბიზ­ნე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ბლო­გინ­გი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლების ინ­სტრუ­მენ­ტების გა­მოყენება ვი­თარ­დება. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი ბლო­გე­რობის ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებელი  გა­ცი­ლებით  დაბალი­ა, ვიდ­რე - უცხოეთ­ში. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ახალი მე­დი­ის მკვლე­ვა­რი  ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლი ამბობს: „სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დად მე­დი­ა­საქ­მი­ა­ნობა წარ­მა­ტებულ ბიზ­ნე­სად ვერ იქ­ცა, სა­რეკ­ლა­მო კა­ლა­თაც მცი­რე გვაქვს. თა­ვის მხრივ, ბლო­გე­რებიც არ გა­მორ­ჩე­ვი­ან სტაბილუ­რი, ხარისხია­ნი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დებით."

სა­რეკ­ლა­მო კა­ლა­თის  სიმ­ცი­რეს­თან ერ­თად ბლო­გე­რი ანი­ნა ტეფ­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ წვდო­მა  ინ­ტერ­ნეტ­თან არც ისე ბევრ ადა­მი­ანს აქვს. ის მცი­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­მაც იცის რა არის ბლო­გი, ყოველ­თვის არ ინ­ტე­რეს­დება. „რო­ცა შენს ბლოგს დღე­ში ორა­სი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს, ძნე­ლია და­არ­წმუ­ნო კომ­პა­ნი­ა, შენს გვერ­დზე სა­რეკ­ლა­მო ბანე­რი გა­ნა­თავ­სოს," - ამბობს ანი­ნა ტეფ­ნა­ძე.

ბლო­გის სარ­ფი­ა­ნობას მი­სი პო­პუ­ლა­რობაც გა­ნა­პი­რობებს. ახალ­გაზ­რდა ბლო­გე­რი, „ლიბერ­თი" ბან­კის სო­ცი­ა­ლუ­რი პლათ­ფორ­მის მე­ნეჯერი რე­ვაზ ბარა­მი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბლო­გი პირ­ველ რიგ­ში, მარ­ტი­ვად უნ­და იკითხებოდეს. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლებულია გა­მოთ­ქმა 3cont­e­nt is the king”,   ანუ მთა­ვა­რი ყოველ­თვის ში­ნა­არ­სი­ა. ბლო­გი იმ შემთხვე­ვა­ში გახდება პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუ ზუსტ დროს ზუსტ თე­მა­ზე და­წერ და ასე­ვე, გეყოლება სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებში ბევ­რი მე­გობარი, რო­მე­ლებსაც „პოს­ტებს" გა­უ­ზი­ა­რებ.

რაც შეეხება ბლო­გე­რების ანაზ­ღა­უ­რებას, ის თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 400-500 ლარს შე­ად­გენს, რაც გა­ცი­ლებით  ნაკ­ლებია იმ ქვეყნის ბლო­გე­რების შე­მო­სა­ვალ­ზე, სა­დაც მე­დიაბაზა­რი კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რებული. აღ­ნიშ­ნულ ქვეყნებში ბლო­გე­რების ანაზ­ღა­უ­რებას (500-600 დო­ლა­რი) ბლოგ­ზე გან­თავ­სებული რეკ­ლა­მის ღი­რებულებაც ემა­ტება.

ბლო­გე­რი რე­ვაზ ბარა­მი­ძე ამბობს, რომ სულ რამ­დე­ნი­მე პოს­ტი აქვს და­წე­რი­ლი, რა­შიც ანაზ­ღა­უ­რება მი­ი­ღო. „თი­თო­ე­უ­ლი „პოს­ტის" ფა­სი 30-50 ლა­რი­ა, გა­აჩ­ნია ბლო­გის ში­ნა­არსს," - ამბობს რე­ვაზ ბარა­მი­ძე.

უცხოეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბლო­გე­რები არამარ­ტო ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ  ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სარ­გებელ­საც იღებენ. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სარ­გებელი გუ­ლისხმობს, ბლო­გის სა­შუ­ა­ლებით სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნების პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, შემ­დეგ­ში მა­ღალ ანაზ­ღა­უ­რებადი სამ­სახურის პოვ­ნი­სათ­ვის, რაც საკ­მა­ოდ  კარ­გად  და­ნერ­გი­ლი  ტენ­დენ­ცი­ა­ა.

მე­დი­ის მკვლე­ვა­რებისა და ბლო­გე­რების აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტი სარ­ფი­ა­ნი გახდება მა­შინ, რო­დე­საც გა­იზ­რდება ინ­ტერ­ნეტ-მომხმა­რებელ­თა რიცხვი. ა­სე­ვე, ადა­მი­ა­ნები გა­სარ­თობი სა­ი­ტების გარ­და, სხვა ისე­თი ვებ-გვერ­დებით და­ინ­ტე­რეს­დებიან, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნებია განხილუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ციები არის და­ფიქ­სი­რებული. ბლო­გე­რების ეკო­ნო­მი­კურ სარ­გებელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს თა­ვად ბლო­გე­რებში ხედა­ვენ. მე­დია მკვლე­ვა­რი ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლი ამბობს, რომ ბლო­გე­რმა სტაბილუ­რად ხარისხია­ნი ინ­ფორ­მა­ცია უნ­და მი­ა­წო­დონ  სა­ზო­გა­დოებას. ა­სე­ვე, ბლო­გინ­გი ეკო­ნო­მი­ურ სარ­გებელს მო­ი­ტანს მა­შინ, რო­დე­საც ქვეყანა­ში სა­რეკ­ლა­მო ბაზა­რი გა­იზ­რდება. ბიზ­ნე­სი კი რე­ა­ლუ­რად და­ი­ნტე­რეს­დება სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის შე­საძ­ლებლობებით და არ იმოქ­მე­დებს გავ­რცე­ლებელუ­ლი კა­ნო­ნით - „არას­დროს და­ა­ფა­სო და არ გა­და­ა­ფა­სო სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის  შე­საძ­ლებლობები."

ავტორი: თამთა თვალავაძე