|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

"ოსკარის" 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება ქართულ მხარეს 420 $ უჯდება

 „ოსკარის“ 87-ე დაჯილდოვების ნომინანტების სრული სია უკვე ცნობილია, რომელიც 22-23 თებერვალს დოლბის თეატრში  გაიმართება. მათ შორის მოხვდა ქართული ფილმი, ზაზა ურუშიძის „მანდარინები“.

აღსანიშნავია, რომ „მანდარინები“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ოსკარზე წარსდგება ნომინაციაში: საკეთესო უცხოენოვანი ფილმი. როგორც ცნობილი გახდა, შემოქმედებითი ჯგუფი კულტურის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები - გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხ, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და დაფინანსების არქონაზე საუბრობენ.

გიორგი ნაკაშიძის განცხადებით, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიაზე წასვლა მხოლოდ თვითმფრინავში ჩაჯდომა და გაფრენა არ არის. ელემენტარული ფინანსებია საჭირო იმისათვის, რომ შემოქმედებითი დასი ღირსეულად წარდგეს ღონისძიებაზე, სადაც ქართული ფილმი პირველად მოხვდა.

„დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროში იმდენი მსახიობი მუშაობს, რომ კარგად იციან მსახიობების პრობლემები. საქართველოს ისტორიაში განა რამდენჯერ მოხდა "ოსკარზე" ქართული ფილმის დასახელება? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ოსკარზე გამგზავრება მარტო თვითმფრინავში ჩაჯდომა და წასვლა არ არის, 420 დოლარი, სირცხვილია, უბრალოდ,” - ამბობს გიორგი ნაკაშიძე.

 

ავტორი: იზა მოდებაძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა