|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური წმენდა?

რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური წმენდა? რა ხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში? რაზე საუბრობენ გათავისუფლებულები და რა პასუხები აქვს აღნიშნულზე ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ნინო გრძელიძეს?

   ოპტიმიზაციით დაიწყო და ბაგა-ბაღებიდან თანამშრომელთა წმენდით დასრულდა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა ბაღდათში. ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს ამ დრომდე არ მისვლიათ ახალი ხელშეკრულებები და იმ თანამშრომელთა სრული ნუსხა, რომლებიც სხვების ნაცვლად, ან სრულიად ახალ შტატებზე დაინიშნენ.

  ერთგვარ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ გათავისუფლებული თანამშრომლები. სოფელ დიმის #2 ბაგა-ბაღის ყოფილი გამგის, იამზე ახვლედიანის განცხადებით,  მისთვის გათავისუფლების მიზეზი სრულიად გაუგებარია, რადგანაც მიუხედავად ხელისუფლებათა ცვლილებებისა, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ახვლედიანი ნათესაურ და მეგობრულ კავშირებზედაც საუბრობს, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ ადამიანთა დანიშვნაზე. 

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო გრძელიძემ უარი განაცხადა გადაღებაზე და კარები ცხვირწინ მოგვიჯახუნა, თუმცა "ნიუპრესმა" მაინც მოახერხა მასთან გასაუბრება და აუდიოჩანაწერის გაკეთება, სადაც ნათლად საუბრობს, რომ ახალი თანამშრომლები მისი პირადი შეხედულებისამებრ დანიშნა და მას ამის სრული უფლება ქონდა. 

 ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორობა და საკრებულოს  გავლენიანი წევრის, თინა კელენჯერიძის მეგობრობა, რომ ერთგვარი პრიორიტეტია, ამას არც ახლადდანიშნული თანამშრომლები უარყოფენ.




ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა