|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

კიევში აქციის დაშლისთვის პოლიციის უფროსს პოსტი დაატოვებინეს

კიევში აქციის დაშლისთვის პოლიციის მაღალჩინოსანი გადააყენეს. 

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო  უკრაინის მოსახლეობამ "ეროვნული ბანკის" შენობის აქცია გამართა და კარვები გაშალა.  სამართალდამცველებმა კი მათი აღება სცადეს.

მომიტინგეების თქმით, პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს, თუმცა ამ ფაქტს  შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

 მინისტრმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და სამართალდამცველთა არაპროფესიონალური საქციელის გამო ბოდიში მოსახლეობას მოუხადა.

არსენი ავაკოვი დემონსტრანტებს გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა. მან განაცხადა, რომ თუ პოლიციელები დანაშაულში იქნებიან მხილებული, ყველა მათგანი დაისჯება. კიევში აქციის დაშლისთვის  ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის უფროსს პოსტი დაატოვებინეს. 


ავტორი: ნიუპრესი