|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ შენგელაია: „მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს, უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა...“

"ნიუპრესი"  აგრძელებს გაზაფხულის თემატიკას და გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა პოეტთან, თემურ შენგელაიასთან, რომელიც თავისი შემოქმედებით ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი გოგონებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელებში მის ლექსებს დიდი გამოხმაურება აქვს.

 -    თემურ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობთ ახალგაზრდებში, თქვენს შესახებ ბევრი რამ იციან, მიუხედავად ამისა მაინც გაგვაცანი თქვენი თავი.

 -    ვარ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის დირექტორი და ლექციებს ვუკითხავ სტუდენტებს, აგრეთვე ვატარებ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებისთვის. ვარ 23 წლის,ზუგდიდიდან, თუმცა ბოლო 7-8 წელია თბილისში ვცხოვრობ.  საკმაოდ კარგად ვწერთუ არა ამას მე ვერ გეტყვით, ეს მკითხველთა შესაფასებელია და მადლობა მინდა ვუთხრაყველა იმ ადამიანს, ვინც ნახულობს ჩემს ლექსებს იუთუბზე და მეხმიანება ხოლმე ფეისბუქის, თუ ზოგადად სოციალური ქსელების საშუალებით. პოეზიის გარდა ჩემიცხოვრება იურისპრუდენციასთან არის დაკავშირებული.

 -    მოდი, ისევ პოეზიაზე მითხარი.

 -    პოეზია ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარია, შეიძება ბანალური პასუხია თუმცა სიმართლე. თუ დილით ერთ კარგ, შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართულ ლექსს წავიკითხავ, რომელიც მანამდე არ ვიცოდი. პოეზია ბევრი რამაა, ტკივილი, განცდა,სიყვარული, შეგრძნება, აღქმა. ჭეშმარიტი პოეზია სადღაც სულიდან ამოდის შიგნიდან,ამოსუნთქვიდან.

 -    ქალი ავტორების შესახებ რა შეგიძლია გვითხრა. როგორია პოეზია გენდერულ ჭრილში?

 -    ქალი ავტორები საკმაოდ ბევრნი არიან და საზოგადოება მათ უკეთ უნდა გაეცნოს. ერთ-ერთი, ვინც შემიძლია თანამედროვეობაში გამოვარჩიო, ალბათ,  ქალბატონი მანანა ჩიტიშვილი და მისი მართალი პოეზია.

 -     შენს შემოქმედებაში რა როლი უჭირავს ქალს?

 -     ქალი, ქალი, ქალი! მათ  საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, იყო დრო, როცა მიყვარდა, როცა ტკივილები მქონდა განშორების შემდეგ.    ამ დროს ამაზე იწერებოდა. თუმცაღა ვფიქრობ პოეზიას განზოგადება სჭირდება და შეიძლება შენი ტკივილით ზოგადი სახე შექმნა, ეს უფრო დასაფასებელია.  

 -     თემური შეყვარებულია?

 -     თემურ შენგელაია ამჯერად თავისუფალია.

 -     რას ნიშნავს პოეტ თემურის აზრით სიყვარული ? რა როლია აქვს მას პოეზიაში ?

 -     სიყვარულს, ზოგადად, ყველაფერში აქვს დიდი მნიშვნელობა და არავითარ შემთხვევაში მარტო პოეზიაში. დილაობით ღმერთს ვეხვეწები, რომ მეტი ნიჭი მომცეს ადამიანების სიყვარულისა. სიყვარული ყველაფერშია საჭირო, სადაც სიყვარული არ არის, იქ არა მგონია რამე დადებითი განცდები ჭარბად იყოს. პოეზიაში კი სიყვარულიც საჭიროა და ტკივილიც, არა მგონია პოეტი ერქვას ისეთ ადამიანს, არც ერთი ლექსი რომ დაუწერია ტკივილის ან სიყვარულის გარეშე.

 -    რას ეტყოდი ქართველ ბიჭებს?

 -    ჯერ 23 წლის ვარ, ვინმეს რამე ვურჩიო, არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება. თუმცაღა სურვილით ვისურვებდი გენდერულ თანასწორობას, ოჯახში ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილებას, ქალი სულაც არ არის მამაკაცზე ქვემდგომი, ქალიც და მამაკაციც თანასწორია , როგორც უფლებებით, აგრეთვე ვალდებულებებით. ქალებს მეტი სითბო, მზრუნველობა და სიყვარული სჭირდებათ,ისინი მგრძნობიარენი არიან უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. მუდამ გვახსოვდეს ეს ყველაფერიკაცებს და ყურადღება არ მოგვეკლოს მშვენიერი სქესისათვის. ეს იქნებოდა ჩემი სურვილიამ  "სა-სამ-რვა-მარტოდ".

 -    ახლახანს დედის დღე იყო, გვითხარი დედის როლზე  შენს ცხოვრებაში.

 -    მინდა თქვენი საშუალებით ყველას მივულოცო დედის დღე. დედაჩემს კი წერილით მივულოცე: "როცა დედაჩემი ჩემს გვერდით არ იწვა, მთელი ღამე ვტიროდი, ისეთი„ტკიპა“ ვიყავი, აბა კარგი ქალი იყო და მენახა ჩემს ძმას მიწოლოდა, ორ კვირიანი პროტესტი ჩემგან გარანტირებული ჰქონდა. არეულობის პერიოდში, როცა მჭადის ეპოპეა იყო და პურის ცნება არ ვიცოდით სამეგრელოში, რამდენჯერ თავისი წილი მჭადი დედაჩემს ორად გაუტეხავს და ჩემი და ჩემი ძმისთვის უჭმევია და თვითონ მშიერს და თვალცრემლიანს დაუძინია, თვალცრემლიანს იმიტომ, რომ თავისი წილიც არ გვეყოფოდა ხოლმე. დედაჩემის რამდენიმე დარიგება ჩემთვის დღესაც ცხოვრების სახელმძღვანელოა და ასე იქნება სიკვდილამდე. დედაჩემი ყველაფერზე მაღალია, თავისი სითბოთი. დედაჩემი როცა მე და ჩემს ძმას - მონატრებულ შვილებს გვიყურებს, თვალებით ღმერთს დაატარებს. კარგად მყავდე დე, ძალიან კარგად, შენ მარტო დედაჩემი არ ხარ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. რა უნდა მოგიყვე, ისეთი რომ შენ ვერ გამიგო, რა უნდა მეტკინოს ისეთი, რომ შენ ვერ იგრძნო. გილოცავ დე, მიყვარხარ!"

 -    როგორ მიულოცავს თემურ შენგელაია 8 მარტს ქალბატონებს?

 -    მინდა მივულოცო მთელი საქართველოს მანდილოსნებს რვა მარტი და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო. ხომ იცით მანდილოსნებო ნათქვამია კაცი მსოფლიოს თავია, ქალიკისერი და თავს საიტაც უნდა იქით მიატრიალებსო. ლოგიკა საკმაოდ აქვს ამ ნათქვამს.  მინდა აი ამ ლექსით მოგილოცოთ რვა მარტი, თავის დროზე ეს ლექსი იმ ადამიანს მივუძღვენი ვისაც ყველაზე მოწადინებული ვულოცავდი ხოლმე რვა მარტს:

„მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა, თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,

 მერე თებერვალში გული გავეცი და ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს...

მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა, მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპატეს, უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა...

მაისს ველოდები რაღაც გახელებით, ისე მეგრილები როგორც ივნისია, მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით, ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია

ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით, დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას, მერე აგვისტოში ვნების მომეტებით, ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას..

წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ, უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს, მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ, ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს

გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით, მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი,

 ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით, როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..“

ინტერვიუს სრულად ნახვა "ახალი გაზეთის" 9-15 მარტის ნომერშია შესაძლებელი.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა