|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს

მოსკოვში ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მდინარის ფსკერზე ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს. შესაძლოა, 27 თებერვლის ღამეს ოპოზიციის ლიდერს სწორედ ერთ–ერთიდან ესროლეს.

უცხოური პრესა წერს, რომ გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით უკვე პრიორიტეტული ვერსიაც აქვს და ის უკრაინულ კვალს შეეხება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა მიზნად რუსეთში ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა.

 ცნობილი გახდა, რომ რადიო „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ე.წ. "დასახვრეტთა სია" გახდა, რომელიც, შესაძლოა, ბორის ნემცოვის მკვლელებს ჰქონდეთ შემუშავებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა