|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესიკ ჯანყარაშვილი: „მჯერა არ დამტოვებთ მარტო“

საქართველოში მრავლად არიან ქუჩაში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო უწევთ გარეთ გამოსვლა. მათ შორის არსებობენ ადამიანები,რომლებიც დახმარებას სიცოცხლის გასაგრძელებლად ითხოვენ. ბესიკ ჯანყარაშვილი ქუჩაში ჯანმრთელობის პრობლემამ გამოიყვანა.

"ნიუპრესთან" საუბრისას ბესიკი ამბობს, რომ მისი ცხოვრება 10 წლის ასაკში დასმულმა დიაგნოზმა მთლიანად შეცვალა. მას თავის ტვინის კისტოზური სიმსივნე აღმოაჩნდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა სახლი იპოთეკით დატვირთეს, მაგრამ თანხის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს, შედეგად ჯანყარაშვილების ოჯახს ბანკმა სახლი ჩამოართვა.

"იძულებული გავხდი მექირავებინა ბინა. რა თანხასაც შევაგროვებ ხოლმე, ხალხის დახმარებით, ქირაში ვიხდი, მხოლოდ დედაჩემი მეხმარება, მამა ამ ამბებს შეეწირა,"-ამბობს იგი.

ბესიკს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც კიდურების პარალიზება გამოიწვია. ამის შემდეგ, მას 14 ოპერაცია დაუგეგმეს, თუმცა ექიმებმა ოპერაციის ჩატარება ვერ გარისკეს, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან რთულად არის. ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ რეაბილიტაციაა.

როგორც იგი ამბობს, მან ბევრჯერ მიმართა სახელმწიფოს დახმარების თხოვნით, თუმცა ამაოდ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა. ახლა ის თბილისის ქუჩებში დადის და მოწყალებას ითხოვს მკურნალობის თანხის შესაგროვებლად.

"დახმარებაზე ყველამ უარი მითხრა-ფონდებმა, საპატრიარქომ, ბანკებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ. წლებია,  რაც ყოველ დღეს ქუჩაში ვატარებ, ვცდილობ, შევძლო თანხის დაგროვება. თუმცა მარტო ვაკეთებ ყველაფერს, ერთი ყუთით და თანხა ძალიან ნელა გროვდება. მინდა ყველას მადლობა მოვუხადო ვინც დამეხმარა. თქვენი ყოველი დახმარება მაძლევს იმედს,  ჩემი ერთადერთი სურვილის ასაღდგენად, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მგონი,  ეს შეუძლებელია. ნეტავ შემეძლოს იმ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა, რასაც განვიცდი,  რაც გამოვიარე ამ წლების მანძილზე იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვყოფილიყავი... ვიცი,  ძალიან გაწუხებთ ჩემი პრობლემით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოს თქვენი იმედიღა დამრჩა. მჯერა  არ დამტოვებთ მარტოს,"- აღნიშნა ბესიკ ჯანყარაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.

დავინტერესდით,   რა მიზეზით  მოხდა ბესიკ ჯანყარაშვილის დაფინანსებაზე უარის თქმა.  "ნიუპრესი" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განცხადებით, ბესიკ ჯანყარაშვილს  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დოკუმენტები შემოტანილი ჰქონდა მაგნიტორეზონანსული კვლევის დაფინანსების თაობაზე, რაზეც ეთქვა უარი. მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული კვლევა ფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ტარდება ქიმიოთერაპიულ პროცედურებს შორის.

თბილისში, გამსახურდიას გამზირზე 35 წლის ბესიკ ჯანყარაშვილს ყველა სცნობს, თუმცა მისი აქ ყოფნის მიზეზი  მცირე ნაწილმა იცის.  მისი გამოჯანმრთელება შესაძლებელია, მაგრამ ამ გზის გავლას სულ მცირე 42 000 ათასი ევრო სჭირდება.

 ბესიკ ჯანყარაშვილი საბანკო ანგარიში

eMoney: 381769273 
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000311761500
თიბისი ბანკი: GE58 TB70 0227 2365 1000 12
პრივატ ბანკი: GE48TP5325757302846706
ლიბერთი ბანკი: GE97LB0288870060090527
ლიბერთი ბანკი: GE61LB0711145386958000

მიმღების დასახელება: ბესიკ ჯანყარაშვილის დახმარების ფონდი
ბანკის კოდი. TBC BANK TBCBGE22
ლარის ანგარიში: TBC BANK GE27 TB75 8193 6080 1000 01

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი