|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმწეოთა პროგრამა „ხმათა" შემწეობისთვის

„ჩემ­მა მე­უღ­ლემ მე­რი­ა­ში განცხადება შე­ი­ტა­ნა. იქე­დან ჯამ­რთე­ლობის დაც­ვის სამ­სახურ­ში გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს. იქ კი გან­გვი­მარ­ტეს, რომ დახმა­რება აღ­დგო­მამ­დე არ გა­ი­ცე­მო­და.­ მა­ნამ­დე ხომ გვინ­და არ­სებობა? ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ", - ამბობს 61 წლის ინე­ზა სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე ავადმყოფი­ა.

სა­ნი­კი­ძეების ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯახი უკ­ვე 7 წე­ლია, ნა­ქი­რა­ვებ ბინა­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ინე­ზა სა­ნი­კი­ძე ამბობს, სა­კუ­თა­რი, სა­მო­თახია­ნი სა­კუ­თა­რი ბინა შვი­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­მო გაყიდ­ა. „თან ვა­ლებიც გვქონ­და და იძუ­ლებულები ვიყავით გაგ­ვეყიდა. და­ვი­ღა­ლე ამ­დე­ნი მომ­თაბარე ცხოვ­რებით. სა­ნამ­დე უნ­და ვიცხოვ­როთ ასე?", - ამბობს ინე­ზა სა­ნი­კი­ძე. რო­გორც სა­ნი­კი­ძეების ოჯახის დი­ა­სახლი­სი აღ­ნიშ­ნავს, ოჯახის შე­მო­სა­ვა­ლი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობის მქო­ნე შვი­ლის ყოვეთ­ვი­უ­რი დახმა­რება (70 ლა­რი) და მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პენ­სი­აა (65 ლა­რი). მას ინე­ზა სა­ნი­კი­ძის კუთ­ვნი­ლი­ პენ­სი­აც ემა­ტება (110 ლა­რი). „ფეხზე ვერ ვდგები, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა. ყავარჯნების გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლება არ შე­მიძ­ლი­ა", - აღ­ნიშ­ნავს ინე­ზა სა­ნი­კი­ძე.

„ვი­ცით ამ ოჯხის მდგო­მა­რეობა. ჩვენ მას ბევრჯერ დავხმა­რებივართ", - ამბობს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და ლტოლ­ვილ­თა სამ­სახურის უფ­რო­სი კახა ქო­რი­ძე. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯახი  კუთ­ვნილ ერთჯერად მა­ტე­რი­ა­ლურ დახმა­რებას მი­ი­ღებს. თუმ­ცა,  რო­დის ან რა თანხის მი­ღებას შეძ­ლებს ოჯახი, ამას ვერ აკონ­კრე­ტებენ. „მა­ტე­რი­ალ­უ­რი დახმა­რების პროგ­რა­მის გა­ცე­მას აქვს თა­ვი­სი წე­სი. მო­ქა­ლა­ქის დაკ­მაყოფი­ლება განცხადების შე­მო­ტა­ნი­დან დაახლოებით ერთ თვე­ში ხდება. ამ ხნის გან­მავ­ლობაში მიმ­დი­ნა­რეობს ოჯახის სო­ცი­ალ­ური მდგო­მა­რეობის შეს­წავ­ლა. ამი­ტო­მაც შე­უძ­ლებელია ათა­სობით შე­მო­ტა­ნი­ლი განცხადების განხილ­ვა ერ­თდრო­უ­ლად და ერთ კვი­რა­ში მოხდეს. რაც შეეხება სა­ნი­კი­ძეებს, ისი­ნი დახმა­რებას დაახლოებით ერთ თვე­ში მი­ი­ღებენ, თუმ­ცა რა თა­ნხით და­ვეხმრებით, ჯერ არ არის გა­დაწყვე­ტი­ლი", - გან­მარ­ტავს კახა ქო­რი­ძე.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების პროგ­რა­მა ად­გი­ლობრივ ბიუჯეტ­ში უკ­ვე წლებია ხორ­ცი­ლე­დება, რო­მე­ლიც ერთჯერა­დად, ფუ­ლად დახმა­რებას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პროგ­რა­მით სარ­გებლობა მხოლოდ იმ ად­გი­ლობრივ მცხოვ­რებლებს შე­უძ­ლი­ათ, რო­მელ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია დაბალი­ა. პროგ­რა­მა ფუ­ლა­დი დახმა­რების გა­ცე­მას 100 ლა­რი­დან 300 ლა­რის ოდე­ნობით ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­რი­ის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და ლტოლ­ვილ­თა სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მი­უ­ღებელია მხოლოდ ერთ მო­ქა­ლა­ქე­ზე გა­ი­ცეს დი­დი ოდე­ნობის თანხა და სხვა ისე დარ­ჩეს. „ჩვენ ვცდი­ლობთ თანხა ყვე­ლას გა­ვუ­ნა­წი­ლოთ", - ამბობს კახა ქო­რი­ძე. 

მიმ­დი­ნა­რე წელს  ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ბიუჯეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის­თვის 150 000 ლა­რია გა­მოყოფი­ლი, რაც გა­სუ­ლი წელ­თან შე­და­რებით 6 500 ლა­რით არის გაზ­რდი­ლი. ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პროგ­რა­მის ზრდა თვით­მმარ­თვე­ლობაში არ­სებულ მზარდ რე­სურ­სებს უკავ­შირ­დება.პროგ­რა­მის ზრდა გან­პი­რობებულია არა ბენე­ფი­ცი­ა­რის ზრდით, არა­მედ თვით­მმარ­თვე­ლობას აქვს იმის რე­სურ­სი, რომ თა­ვად ფუ­ლა­დი დახმა­რება გა­ზარ­დოს", - ირ­წმუ­ნება კახა ქო­რი­ძე.

პროგ­რა­მის გაზ­რდა­ში სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის  წვლილს ხედავს „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" მოძ­რაობის ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა. თავმჯდო­მა­რე და ასე­ვე, საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე  და­ვით დვა­ლი.

სწო­რედ ჩვენ და­ვაყენეთ ოფი­ცი­ა­ლურად სა­კითხი, რომ ერთჯერა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რებები გაზ­რდი­ლიყო და ეს მოთხოვ­ნა დაგ­ვიკ­მაყოფი­ლეს კი­დე­ვაც", - ამბობს „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" მოძ­რაობის ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც ამა­ვე დ­როს საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ა.

კო­ლე­გის­გან გან­სხვა­ვებული პო­ზი­ცია აქვს საკ­რებულოს კი­დევ ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევრს, „ახალი მე­მარჯვე­ნეების" ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძეს. მი­სი გან­მარ­ტებით, ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის იყენებს. „სო­ცი­ა­ლურ პრო­გრა­მებს მო­ქა­ლა­ქეების გუ­ლის მო­სა­გებად იყენებენ", - ამბობს მღვდე­ლა­ძე.

ეს არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი განცხადება, რად­გან ჩვენ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს ყოველ­წლი­უ­რად ვზრდით. შე­საბამი­სად, წელ­საც არის გაზ­რდი­ლი. აქ სა­არ­ჩევ­ნო წე­ლი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის", - ამბობს კახა ქო­რი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, 2011 წელს მა­ტა­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების პროგ­რა­მის ბიუჯეტი 143 500 ლარს შე­ად­გენ­და. სა­მა­გი­ე­როდ, 2010 წელს (რო­მე­ლიც ასე­ვე არ­ჩევ­ნების წე­ლი იყო) პროგ­რა­მის ბიუჯეტი 180 000 ლა­რით გა­ნი­საზ­ღვრა.

საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით დვა­ლი  თვლის, რომ ხელი­სუფ­ლება შე­ეც­დება სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მები თა­ვი­ანთ სა­სარ­გებლოდ გა­მოიყენონ.

„საარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს შეზღუდვები გვაქვს. ერთადერთი ვისაც შეუძლია დახმარების გაცემა - მმართველი გუნდია", - ამბობს დვალი.

„თანხებს სააღ­დგო­მოდ და შე­მოდ­გომის­თვის ინახავენ", - აღ­ნიშ­ნავს მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე.

მე­რი­ის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა და ლტოლ­ვილ­თა სამ­სახურ­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ პროგ­რა­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 იან­ვრი­დან ხორ­ცი­ელ­დება და ბენე­ფი­ცი­ა­რების დაკ­მაყოფი­ლება ეტა­პობრი­ვად მიმ­დი­ნა­რეობს.

„თანხები აპ­რილ­შიც გა­ი­ცე­მა, მა­ის­შიც და შე­მოდ­გო­მა­ზეც", - აღ­ნიშ­ნავს ქო­რი­ძე. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ დრო­ის­თვის უკ­ვე 67 000 ლა­რია ათ­ვი­სებული. აღ­ნიშ­ნუ­ლი თანხა 377 ადა­მი­ან­ზე გა­და­ნა­წილ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან დღემ­დე დახმა­რების მი­სა­ღებად განცხადება სულ 800-მდე ადა­მი­ან­მა და­წე­რა.

ავტორი: თეკლა მორგოშია