|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სად არიან ჩემი მიცვალებულები, მომაძებნინეთ"-ინეზა კაზმაჩოვა

ინეზა კაჩმაზოვა წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

კაზმაჩოვა აცხადებს, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული სასაფლაო თუროშვილებმა მიითვისეს და ახლა მისი მეუღლის მშობლების სასაფლაოზე სხვა ადამიანია დაკრძალული. 
კაჩმაზოვას  თქმით, სასაფლაო 1988 წლიდან მისი ოჯახის საკუთრებაშია, სადაც 1988 წელს დაკრძალეს მამამთილი, ხოლო 2003 წელს დედამთილი.  
 საწინააღმდეგოს ირწმუნება თუროშვილების ოჯახი. მათი მტკიცებით,   სასაფლაო 1992 წელს იყიდეს. აღნიშნული დავა  ქუთაისის სასამართლომ  განიხილა და 2014 წლის 24 მარტს  განაჩენი თულოშვილების  სასარგებლოდ გამოიტანა. კაჩმაზოვა სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსამართლე ჩუბინიძემ  დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა  თანხის არ ქონის გამო სასამართლო დავის გაგრძელებას ვერ ახერხებს.  


ავტორი: ანი ლიპარიშვილი,გიგა გელხვიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა