|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

სტატუსშეცვლილი „ნიღბების თეატრი“ - ცხოვრება სცენის მიღმა

 ქუთაისში ხარაზოვის ბაღში მდენარე ე.წ. „ნიღბების თეატრად“ წოდებულ დაწესებულებას, სარეაბილოტაციო სამუშაოების პარალელურად სახელწოდება შეეცვალა. ამავდროულად შენობის ფუნქციონალური დატვირთვაც გაიზარდა და რამდენიმე დასს და სახელოვნებო გაერთიანებას მოემსახურება. შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555. 000 ლარი გამოიყო. განახლებული ცენტრის ოფიციალური გახსნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოხდება.


„ნიღბების თეატრის“  დასი ამჟამად რეგიონებში გასვლით ტურნეს მართავს, ამიტომ თეატრში  მხოლოდ   დირექტორი დავით ჯიშკარიანი დაგვხვდა, რომელმაც შენობა დაგვათვალიერებინა და დასის  მუშაობის შესახებ  გვიამბო. „ხარაზოვის ბაღში“ მდებარე შენობას, სადაც  „სატირისა და იუმორის თეატრი“ საქმიანობს,  სტატუსი შეეცვალა და კულტურის ცენტრად გადაკეთდა.  აღნიშნულს სახელწოდება  2014 წლის შემოდგომაზე  შეეცვალა და ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდა.  მასში ნიღბების თეატრთან ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრიც განთავსდება.

განახლებული შენობა 230 მაყურებელზეა გათვლილი, გამოცვლილია დარბაზის შიდა  ინტერიერი, სკამები და მიმდინარეობს სცენის რესტავრაცია. კულტურის ცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრს უამრავი სტუმარი ეწვევა და დასიც  სპექტაკლებს შეთავაზებს. 

 „იყო წლები, როცა მთელი ქალაქი კულტურის ცენტრებით იყო მოფენილი, მსგავსი ცენტრი იყო ავტოქარხანაშ, გუმათის დასახლებაშ. ქალაქში 3-4 კულტურის სახლი იყო,   მერე ეს ყველაფერი გაპარტახდა,. ერთადერთ  ეს შენობა, რომელიც შენარჩუნდა და ამ სახით გვაქვს. ამ ეტაპზე სცენაა დასამავრებელი. ფარდების ასწევი რკიის კონსტრუქციები  დასამაგრებელი. დანარჩენი მოწესრიგებულია. ეს ერთ-ერთი დიდი კულტურის ცენტრი იქნება ქალაქში.  ადრე აქ სპექტაკლები  ანშლაგით მიმდინარებდა. დარწმუნებული ვარ,  როცა დასრულდება რემონტი, აქაურობა  ისევ გაივსება ხალხით“, -ამბობს დავით ჯიშკარიანი.

შენობის საბოლოოდ დასრულებამდე დასი  გასვლით სპექტაკლებს მართავს.  როგორც დირექტორი ამბობს, გასვლით რეჟიმში მუშაობა რთულია, თუმცა მაინც ახერხებენ.  „როცა სცენა არაა, ძნელია დეკორაციის სხვა გარემოზე აწყობა, მას თავისი მასშტაბი აქვს. როცა გასვლითი სპექტაკლია, ჩავდივართ ადგილზე და გაემოს შესაბამისად ვალაგებთ დეკორაციებს, მერე მოვდივართ განვიხილავთ დეტალებს. კარგია, რომ რეპეტიციების გავლა ასე გასვლით რეჟიმში არ მოგვიწევს, ახლა

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 74.65%
ჯერ ადრეა - 18.31%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.04%
სულ - 71 ხმა