|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„ძარცვა" ქართულად კანონის ფორმით

2008 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე წლამ­დე აღ­სრუ­ლების ეროვ­ნუ­ლი ბიუ­როს მი­ერ სახელ­მწი­ფო ბიუჯეტ­ში შე­ტა­ნი­ლი თანხის ოდე­ნობა ყოველ­წლი­უ­რად მზარ­დი­ა. ასე მა­გა­ლი­თად, თუ ეს მაჩ­ვე­ნებელი  2008 წელს  10 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და,  2009 წელს  19 მლნ. ლა­რით გა­ნი­საზ­ღვრა, 2010 წელს - 83 მი­ლი­ო­ნი  ლა­რით, ხოლო - 2011 წელს ჩა­რიცხულ­მა თანხამ 110 მი­ლი­ონ ლარს  გა­და­ა­ჭარბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებელია ასე­ვე ის ფაქ­ტიც, რომ  მო­ვა­ლე­თა რე­ეს­ტრში ამ ეტაპ­ზე  61 810 მო­ქა­ლა­ქეა შეყვა­ნი­ლი. მო­ვა­ლე­თა რე­ეს­ტრში რე­გის­ტრი­რებულ პი­რებს შო­რის რიცხოვ­ნობით იუ­რი­დი­ულ პი­რებს   ფი­ზი­კუ­რი პი­რები ჭარბობენ.

სო­სო გო­გოშ­ვი­ლი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი­ა, ვინც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კების­გან და­ზა­რა­ლებულად ით­ვლება. მას ფი­ნან­სურ და­წე­სებულებებთან ურ­თი­ერ­თობის 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლება აქვს. რო­გორც თა­ვად ამბობს, სწო­რედ ბანკების მეშ­ვეობით და­ენ­გრა აწყობილი ბიზ­ნე­სი და ამ ეტაპ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭებული.

„მე რომ ბიზ­ნე­სის კე­თება და­ვიწყე, და­დებითი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მქონ­და. შე­მო­სა­ვა­ლიც გა­მაჩ­ნდა და ყვე­ლა ბან­კი მაძ­ლევ­და სესხს. ტე­ლე­ფო­ნით ვაგ­ვა­რებდი კრე­დი­ტების აღების სა­კითხს. დავ­რე­კავ­დი და საბუთებს მიმ­ზა­დებდნენ.  მე მხოლოდ ხელის მო­სა­წე­რად და წა­მო­სა­ღებად მივ­დი­ო­დი. რო­დე­საც აწყობილი საქ­მე გაქვს და კარ­გი გა­დამხდე­ლი ხარ, ბან­კები ყოვე­ლი და­ფა­რუ­ლი კრე­დი­ტის შემ­დეგ გთა­ვა­ზობენ მრა­ვალ­ნა­ირ საკ­რე­დი­ტო პრო­დუქტს, ბიზ­ნეს სესხით დაწყებული - საკ­რე­დი­ტო ბარა­თებით დამ­თავ­რებული. მე სუ­პერ­მარ­კე­ტი მქონ­და. 2008 წლის შემ­დეგ მდგო­მა­რეობა გარ­თულ­და. ამას და­ე­მა­ტა მსოფ­ლიო კრი­ზი­სი. ხარჯები იგი­ვე დარ­ჩა, თუმ­ცა შე­მო­სა­ვა­ლი შემ­ცირ­და. და­დებითი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია ბან­კებმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს  და ვა­ლის  დაუყოვ­ნებლივ  გა­დახდა მო­ითხოვეს, რაც შე­უძ­ლებელი იყო. ამ გზით, აწყობილი საქ­მი­დან  სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის  სტა­ტუ­სამ­დე და­მიყვა­ნეს ამ „კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებმა", - ამბობს სო­სო გო­გოშ­ვი­ლი.

ბან­კების­გან და­ზა­რა­ლებული მო­ქა­ლა­ქე აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მსგავ­სად  სხვა მო­ქა­ლა­ქეებიც გა­კოტ­რდნენ და სა­კუთ­რება და­კარ­გეს. თუმ­ცა, რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი ამბობს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუსს ბან­კი­სათ­ვის ხელი არ შე­უშ­ლი­ა, რომ მი­სი ოჯახი საცხოვ­რებელი სახლი­დან გა­მო­ე­სახლებინა. ბან­კებთან ურ­თი­ერ­თობისას წარ­მოქ­მნი­ლი პრობლე­მების არ­სებობას გო­გოშ­ვი­ლი ნა­წი­ლობრივ  მო­სახლ­ეობის უყურად­ღებობასაც უკავ­ში­რებს. მი­სი თქმით, ქვეყანა­ში ხალხს იმ­დე­ნად უჭირს და ფუ­ლი სჭირ­დება, რომ ხელ­შეკ­რუ­ლებას არ ეც­ნობა.

„წე­სით, ხელ­შეკ­რუ­ლებაში ჩახედ­ვის  შემ­დეგ გო­ნი­ერ ადა­მი­ანს მას­ზე ხელის მო­წე­რის სურ­ვი­ლი არ უნ­და გა­გიჩ­ნდეს. იმი­ტომ, რომ მას­ში შე­ნი ინ­ტე­რე­სები სა­ერ­თოდ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნებული," - ამბობს სო­სო გო­გოშ­ვი­ლი.

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კების­გან და­ზა­რა­ლებულ მო­ქა­ლა­ქეებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ აფსუიწწლ-ზე სპე­ცი­ლა­უ­რი გვერ­დიც აქვთ შექ­მნი­ლი, სახელ­წო­დებით - „ბან­კი ჩვე­ნი მტე­რი­ა". აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დის შემ­ქმნე­ლები ამბობენ, რომ  სა­ქარ­თვე­ლო კრე­დი­ტების სიძ­ვი­რით მსოფ­ლი­ო­ში  მე-8 ად­გილ­ზე­ა, ხოლო მსოფ­ლიო ბან­კის კვლე­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კრე­დი­ტებზე სა­შუ­ა­ლო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 24.2%-ია. რო­გორც სო­სო გო­გოშ­ვი­ლი ამბობს, მთე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნება ბან­კების სა­კუთ­რებაში­ა. უფ­რო მე­ტიც, ფი­ნან­სურ და­წე­სებულებებს მო­სახლეობის­გან იმ­დე­ნი თანხა აქვთ ამო­სა­ღები, რომ ამ ეტაპ­ზე სესხებს ნაკ­ლებად გას­ცე­მენ.

„სესხი ვის­ზე უნ­და გას­ცე თუ ბიზ­ნე­სი მკვდა­რი­ა. ფულს მას­ში ვერ ჩა­დებ და ვერ გა­ნა­ვი­თა­რებ. ბან­კებს ძა­ლი­ან დი­დი, თით­ქმის 36%-ზე მე­ტი აქვთ დად­გე­ნი­ლი. თუ ვინ­მე იღებს 16%-იან სესხს, მან 3-ჯერ მე­ტი ქო­ნება უნ­და ჩა­დოს და 2 000 ლა­რი შე­მო­სა­ვა­ლი უნ­და ჰქონ­დეს. გა­სულ წლებში სხვაგ­ვა­რად იყო. ბან­კები აქეთ გეხვე­წებოდ­ნენ სესხის აღებას. შე­საბამი­სად,  პრო­ცე­დუ­რებიც გა­ა­მარ­ტი­ვეს და ჩა­ით­რი­ეს ხალხი. 17 000 ლა­რამ­დე სესხს თავ­დების გა­რე­შე გიმ­ტკი­ცებდნენ," - ამბობს სო­სო  გო­გოშ­ვი­ლი.

რეს­პონ­დენ­ტი ბან­კების მი­ერ მომხმა­რებლებისათ­ვის შე­თა­ვა­ზებულ რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის (არ­სებული თანხის გარ­კვე­ულ წლებზე გა­და­ნა­წი­ლება) სქე­მა­ზეც საუბრობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ: „თუ გაქვს 10 000 დო­ლა­რი ვა­ლი და უნ­და და­ფა­რო 5 წე­ლი­წად­ში ანუ 1 წე­ლი­წად­ში 2 000 დო­ლა­რი, (თვე­ში166 დო­ლა­რი), რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის შემთხვე­ვა­ში ეს თანხა  ნა­წილ­დება 10 წელ­ზე და  წე­ლი­წად­ში 1 000 დო­ლარს იხდი. ხოლო ქარ­თუ­ლი ბან­კები აკე­თებენ შემ­დეგ­ნა­ი­რად: 10 000 დო­ლარს ანა­წი­ლებენ 10 წელ­ზე. ამ  თანხას  ამა­ტებენ პრო­ცენტს,  მი­ნი­მუმ  50%-ს და გეუბნებიან: თუ გინ­და თვე­ში ცო­ტა გქონ­დეს  გა­და­სახდე­ლი,  პრო­ცენ­ტი უნ­და მო­გი­მა­ტო­ო. შენც რას იზამ, ამ პი­რობაზე თანხმდები. თვე­ში 166 დო­ლა­რის ნაც­ვლად 125 დო­ლარს იხდი, მაგ­რამ  ჯამ­ში  50% -ით მე­ტი თანხა გა­მო­დის გა­დახდი­ლი. ჩვენც  ასე გაგ­ვი­კე­თეს და  ვა­ლებში ჩაგ­ვაფ­ლეს," - ამბობს გო­გოშ­ვი­ლი.

ბან­კების­გან და­ზა­რა­ლებული მო­ქა­ლა­ქის თქმით,  მათ­სა და ფი­ნან­სურ და­წე­სებულებებს შო­რის ურ­თი­ერ­თობა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დებების შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ფორ­სმაჟორულ­მა ვი­თა­რებამ კი­დევ უფ­რო გა­ამ­წვა­ვა. რო­გორც გო­გოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ბან­კებმა ფორ­სმაჟორი მხოლოდ მმარ­თველ გუნ­დთან კავ­შირ­ში მყოფი ფირ­მების­თვის აღი­ა­რეს და  რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­მო­ა­წე­რეს. ხოლო შე­ღა­ვა­თების გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პი­რების ქო­ნებას ყადა­ღა და­ა­დეს და  გაყიდეს.

სო­სო გო­გოშ­ვი­ლის თქმით, მან და მსგავ­სი პრობლე­მების მქო­ნე ადა­მი­ან­თა ჯგუფ­მა დაახლოებით 1 თვის წინ ჩა­მოაყალიბეს არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია - სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რებისა და პროგ­რა­მების ცენ­ტრი, რო­მელ­მაც ბან­კების­გან და­ზა­რა­ლებული მო­სახლეობის ინ­ფორ­მი­რება და მა­თი პრობლე­მების ად­ვო­კა­ტი­რება უნ­და უზ­რუნ­ველყოს.  რო­გორც და­წე­სებულებაში აცხადებენ, ცენ­ტრი  შე­მო­წი­რუ­ლობის სა­ფუძ­ველ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ეტა­პობრი­ვად იკ­რებს ძა­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის  გაძ­ლი­ე­რება-გა­აქ­ტი­უ­რებას იმ კუთხითაც თვლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, რომ რო­გორც თა­ვად ამბობენ, ჩვენს ქვეყანა­ში არ არ­სებობს მსგავ­სი პრო­ფი­ლის მქო­ნე და­წე­სებულება.

„ხალხმა არ იცის,  რო­გორ იურ­თი­ერ­თოს ამ ადა­მი­ა­ნებთან. ჩვენ ვე­ლა­პა­რა­კებით, ვეხმა­რებით მათ და ვუგ­ვა­რებთ პრობლე­მებს. 800 000 კა­ცი ძებნა­შია და 70 000 კა­ცი - მე­ვა­ლე­თა რე­ეს­ტრშია შე­ტა­ნი­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას არა­ნა­ი­რი საბან­კო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რების უფ­ლება არა აქვს. კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სახადებსაც ვერ გა­დაიხდის და მუ­შაობას რომ და­იწყებს, ხელ­ფასს ვერ მი­ი­ღებს. ჩვენ ფონ­დი გვაქვს, სა­დაც ფუ­ლი ირიცხება.  თანხას ვკრებთ  ლა­ტა­რი­ის პრინ­ცი­პით. ჩვენ ამას ვა­კე­თებთ უსასყიდ­ლოდ. თუ ჩა­ი­რიცხება სა­თა­ნა­დო თანხა, ჯერ ერ­თი ბინა გა­მოიხსნება, მე­რე - მე­ო­რე," - ამბობს სო­სო გოგ­ოშვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ გა­სულ კვი­რას,  ქობულეთ­ში მო­სახლეობის სა­კუთ­რებიდან გა­მო­სახლების სე­რიების მი­ზე­ზი მათ მი­ერ აღებული კრე­დი­ტები გახდა. საქ­მე ის არის, რომ გა­სულ წელს, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნის მი­ზე­ზით, მო­სახლეობამ სესხის და­ფარ­ვა ვერ შეძ­ლო, რის გა­მოც ფი­ნან­სურ­მა და­წე­სებულებებმა მა­თი გა­მო­სახლება და სახლების აუქ­ცი­ონის გზით გასხვი­სება გა­დაწყვი­ტეს.

რამ­დე­ნად ად­ვი­ლია ან პი­რი­ქით, რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სებულ კო­მერ­ცი­ულ ბან­კში კრე­დი­ტის აღება,  ხში­რია თუ არა ბან­კებსა და მო­ქა­ლა­ქებს შო­რის ურ­თი­ერ­თობის გამ­წვა­ვების შემთხვე­ვები? ამის გარ­კვე­ვის მიზ­ნით ფი­ნან­სურ და­წესებულებებს და­ვუ­კავ­შირ­დით. „თიბისი ბან­კში" აცხადებენ, რომ დღე­ი­სათ­ვის ბან­კის საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტები საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და პრო­ცე­დუ­რების სი­მარ­ტი­ვი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„მომხმა­რებელს ვთა­ვა­ზობთ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ტი­პის სესხს: იპო­თე­კუ­რი, სა­მომხმა­რებლო, სტუ­დენ­ტუ­რი სესხი, ბიზ­ნეს-სესხი, ავ­ტო­გან­ვა­დება, სწრა­ფი სესხი, საკ­რე­დი­ტო ბარა­თები (პრა­იმ ქარ­დი, თიბისი ქარ­დი, გან­ვა­დების ბარა­თი და სხვა). ანუ ყვე­ლა სა­ჭი­როების­თვის გვაქვს შე­საბამი­სი საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტი. ყვე­ლა ამ სესხს თა­ვი­სი პი­რობები გა­აჩ­ნი­ა, რო­მე­ლიც გა­მომ­დი­ნა­რეობს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მიზ­ნობრიობიდან, სპე­ცი­ფი­კი­დან და რის­კი­ა­ნობიდან. ჩვე­ნი სესხები არის ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­ცენ­ტის მხრივ. ამ კუთხით  ბაზარ­ზე ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზებები გვაქვს," - ამბობს „თიბისი ბან­კის" სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ია ძირ­კვე­ლიშ­ვი­ლი.

რო­გორც „თიბისი ბან­კის" პრე­სსამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, მათ და­წე­სებულებაში მომხმა­რებელ­თა მხრი­დან ხელ­შეკ­რუ­ლების პი­რობების დარ­ღვე­ვის შემთხვე­ვები იშ­ვი­ა­თი­ა.

„ძი­რი­თა­დად ეს არის გა­დახდის გრა­ფი­კის დარ­ღვე­ვა (ვა­და­გა­და­ცი­ლებები), რო­მე­ლიც კლი­ენ­ტთან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შაობით უმე­ტეს­წი­ლად გვარ­დება ხოლ­მე. ხოლო იმ შემთხვე­ვა­ში, თუ პრობლე­მა ვერ გვარ­დება, ასე­თი სესხი სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცე­მა პრობლე­მუ­რი სესხების მომ­სახურე სპე­ცი­ა­ლურ კომ­პა­ნიებს," - ამბობს მა­ია ძირ­კვე­ლიშ­ვი­ლი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე