|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინეთის ნაკრები დაამარცხა.  შეხვედრა ანგარიშით 2,5:1,5  დასრულდა. 
მოჭადრაკეებმა  სამი პარტია ყაიმით დასრულეს, ხოლო ერთ პარტიაში გამარჯვება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების გუნდის წევრმა, მერი არაბიძემ მოიპოვა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა პრემიერმა. "ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში. ქართველები ყოველთვის განებივრებული ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებმა 17 ქულა მოაგროვა.  ქართველმა მოჭადრაკეებმა  რუსეთთან ყაიმის გარდა,  ყველა შეხვედრა მოიგეს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა