|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ხდება ქუთაისის პარლამენტის შიგნით

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დასრულებას 20 ოქტომბრისთვის წარმოუდგენლად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

კოალიციის 5–კაციანი ჯგუფი დღეს, საკანონმდებლო ორგანოს სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაოების დათვალიერების შემდგ კოალიიციის წარმომადეგენელმა და და ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ  „სავარაუდოდ, დეპუტატებს აქ ჩაფხუტებით მოუწევთ სიარული. რადგან სხდომათა დარბაზის გარდა არაფერია გაკეთებული. თუმცა ჩვენ კონსტიტუციას არ დავარღვევთ და შევიკრიბებით,“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„მეოცნებეთა“ პრეტენზიების საპასუხოდ, პარლამენტში აცხადებენ, რომ ობიექტზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.  შენობაში წყლის ჩამოსვლას პარლამენტის პროექტის ფინანსური მენეჯერი ზურაბ წიკლაური იმ ფაქტით ხსნის, რომ „ახლახანს  ჩვენ შენობაში გავუშვით გათბობა და ვენტილაცია. წყალი სავენტილაციცო არხიდან გაიპარა“,– ამბობს წიკლაური.




ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა