|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

„გვირილობა“ - დიდი ქართული, ქუთაისური შეხვედრების დღე

    ყოველი წლის 2 მაისს ქუთაისში სახალხო დღესასწაული იმართება. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. ამ ტრადიციას გიმნაზიელი გოგონები წლებია,  აცოცხლებენ და მოსახლეობას ყვავილებს ჩუქნიან. 

 ქალაქის დღის აღნიშვნ  საფუძველი  XX საუკუნის დასაწყისში გვირილობისდღესასწაულით ჩაყარა.  მაისის პირველი ორი დღის განმავლობაშიგიმნაზისტკებიქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით  ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.  გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილმაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა. 

  საშა ჩიქოვანი 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია,  მისთვის კარგი განათლება მიუცია და ინტელიგენტ ქალად ქცევის შემდეგ ცოლადაც შეურთავს.   “თავად ულამაზესი ქალბატონი  იყო.  მის ბიოგრაფიაში არის ასეთი დეტალი.  ის ხშირად მართავდა მეჯლისებს,  ერთხელაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქსოვილით კაბა შეუკერავს.  სხვა ქალს, რომელიც სტუმრად უნდა მისულიყო,  საშას ჯიბრზე იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშა ჩიქოვანს მისი დამცირების მიზნით ეს ქსოვილი შპალერად გაუკრავს“, - ამბობს ჟურნალისტი  მანანა ლარცულიანი,  რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელთაც "გვირილობის" ტრადიციის აღდგენაში წვლილი მიუძღვის.  

 საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ  გვირილებს.  ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა.

1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში გვირილობა ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა. 1913 წელს გაზეთიკოლხიდაწერდა: „გვირილობასქუთაისში კარგი დარი დაუდგა. მანდილოსნები მარჯვე ვაჭრობდნენ და ასაღებდნენ თეთრ ყვავილს. საღამოს მეცხრე საათამდ, ყულაბები თითქმის ყველა საგრძნობლად დაიტვირთა შეწირულობით. გუშინ საღამოს უნდა გაეხსნათ ყულაბები და შეემოწმებიათ საერთო შემოსავალი. ასე, რომ ხვალ გვეცოდინება რამდენი გაიღო ქუთაისმა ჭლექის წინააღმდეგ ბრძლის საქმეში“.  ქუთაისის პარალელურად  „გვირილობა“ თბილისშიც მოეწყო,  გაეჯიბრნენ ერთმანეთს, რომელი მეტ თანხას შეაგროვებდა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.     
 კომუნისტურ ეპოქაშიგვირილობისდღესასწაული, ისევე როგორც ყველა რევოლუციის წინანდელი წამოწყება,  დავიწყებას მიეცა,

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 74.65%
ჯერ ადრეა - 18.31%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.04%
სულ - 71 ხმა