|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობა გაზგასასამართი სადგურის გადატანას ითხოვს

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე  გაზგასამართი სადგურის არსებობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.  იქ გაზზე მომუშავე მანქანები  საწვავით იტვირთებიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ გაზგასამართი სადგური ტექნიკურად გაუმართავია, რის გამოც  პირველ მაისს აფეთქება მოხდა. 

ადგილობრივები  შიშობენ რომ აფეთქება, შესაძლოა, კიდევ განმეორდეს და ის გაცილებით, სერიოზული მასშტაბის აღმოჩნდეს. გაზგასამართი სადგური დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. იქვე  მდებარეობს სკოლაც. 

 ადგილზე სიტუაციის გასაცნობად  უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

 აფეთქების ფაქტს უარყოფს სადგურის თანამშრომელი. 

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.





 

ავტორი: ანა ჯიქია, გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა