|
  • EUR 1 = GEL 3.7763
  • USD 1 = GEL 3.2117
|

"მუზეუმის" კონტრასტული ბგერები

ეს ქუთასური ჯგუფი „ორმაისობის“ კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯგუფის ისტორიით და სამომავლო გეგებით „ნიუპრესი“ დაინტერესდა. ჩვენს კითხვებს „მუზეუმის“ ვოკალისტი შოთიკო ბანძელაძე პასუხობს.

- პირველ რიგში, ჯგუფის წევრების შესახებ მოგვიყევი.

- ჯგუფის პირველი შემადგენლობა სულ სხვა იყო. გვყავს ახალი დრამერი თორნიკე ჩხარტიშვილი, რომელიც  ნიჭიერი მუსიკოსია. დრამის გარდა ის ფორტეპიანოზე და გიტარაზეც უკრავს.  პროფესიით ჩელისტმა,  ბას-გიტარისტობაც შეითავსა,  მას  ყველა „კაკადუდ“ იცნობს. ჩვენთან უკრავს ცნობილი მწერლის დავით კვიცარიძის შვილიშვილი, ასევე დავით კვიცარიძე. იგი გიტარისტია. ძალიან ალამაზებს თავისი ხედვებით  ჩვენს ჯგუფს.  მე პროფესიით მევიოლინე ვარ, ჯგუფში  კი- ვოკალსტი. ჯგუფის წევრებს შორის ასაკობრივი სხვაობაცაა, „მუზეუმის“ ყველაზე უხუცესი წევრი „კაკადუა“.

-   როგორ შეირჩა ჯუფის სახელი?

-   ჯგუფის „ნათლია“ მე ვარ. როცა სახელი მოვიფიქრე, იქვე იყო „კაკადუც“, მოეწონა და დავარქვით  ასე დავარქვით „მუზეუმი“.  ხუმრობით  ვიტყვი,  რომ ჩვენთან საკმოდ ძვირადღირებულ „ექსპონატებს“ უწევთ მუშაობა.  ხშირად ჩვენს ჯგუფთან ერთად  სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები უკრავენ.

-   რას სთავაზობთ მსმენელს?

-   ჯერჯერობით ჩვენს მიერ  შექმნილი კომპოზიცია,  ან სიმღერა მსნელისთვის არ მიგვიწოდებია. ვაკეთებთ „ქავერებს“,  გადართული ვართ კომერციულ მუსიკაზე, მაგრამ ვცდილობთ, იქაც არ დავკარგოთ ინდივიდუალურობა და გვქონდეს  ჩვენი სტილი.

-   რამდენად ხშირად გაქვთ კონცერტები, სად შეუძლია მსმენელს თქვენი მოსმენა?

-  ლაივ კონცერტები, ფართო აუდიტორიის წინაშე, როგორიც 2 მაისს, იყო იშვიათია.  თუმცა, ჩვენ სხვადახვა ადგილებში ვუკრავთ, მაგალითად „არტ კაფეში“, „თეთრ ქვებში“ და სხვა ადგილებში.

-  ორმაისობის კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფი თქვენ იყავით. როგორ ჩაიარა კონცერტმა?

-   ეს განსაკუთრებული დღე გამოვიდა, ხალხისგან წამოსული ემოცია ძალიან დიდი იყო.  სამ კონცერტზე მომიწია იმ დღეს დაკვრა. გამომდინარე იქედან,  რომ მე ხალხურ ანსამბლშიც ვმღერი, „მესხიშვილის თეატრში“ გამოვედი ჩოხით და ავედი როკ-ჯგუფთან ერთად სცენაზე. პირადად ჩემი განწყობა იყო ორმაგად ემოციური. მეტყობოდა, ალბათ,  კონცერტზე , ერთ-ადგილას ვერ ვჩერდებოდი და  აქეთ-იქეთ დავხტოდი. ის, რომ ეს კონცერტი ასეთი კარგი და  გამოვიდა,  ორგანიზატორების დამსახურებაა და, რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობა მათ. ასეთი ქუთაისი დიდი ხანია, არ მახსოვს.

- როგორ უთავსებ ერთმანეთს როკ მუსიკას , ხალხურ სიმღერას და „ოპერის თეატრის“ მსახიობობას?

-  ეს შეიძლება, უჩვეულოა, მაგრამ ჩემთვის მისაღებიაა. ჟანრობრივი სხვადასხვაობა უფრო საინტერესოა. დილით ოპერაში ვმუშაობ,   მერე, საღამომდე ხალხურ სიმღერებს  ვმღერი და გვიან,  როკ მუსიკას ვასრულებ. მე არ მომწონს მუსიკისადმი ხისტი დამოკიდებულება, რომ აი,  მხოლოდ როკს უსმენო, ან მხოლოდ ფოლკლორს, ან კლასიკას. ვფიქრობ, მათ შორის საერთო უნდა მოძებნო. ხალხურმა  მუსიკამ გამაოცა, თავიდან  მევიოლინე ვიყავი,  მერე როკმა გამაოცა. მგალობელიც ვიყავი ერთხანს და იმედია, ამას  კიდევ შევძლებ. მაგალითად, გურულ პლიფონიას და სებასტიან ბახს  ჩემთვის  ძალიან ბევრი საერთო აქვს. ასევე ბევრი საერთო ვპოულობ აქვს როკსა და  გურულ  სიმღერებს შორის. გურულს იმიტომ ვახსენებ, რომ ის გამოირჩევა სირთულით.  ძალიან საინტერესო პროცესია გურული სიმღერების გაშიფვრა და ნოტებზე გადატანა. მე ვფიქრობ,  ეს მეხმარება  და მეტ ხალისს მაძლევს.

-  თუ აქვს ჯგუფს რაიმე პრობლემა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-  ისე, როგორც თევზს წყალი, ჩვენ  სარეპეტიციო დარბაზი და აპარატურა გვჭირდება. ამ ეტაპზე, რეპეტიციებს კლუბებში, ხოლო  კონცერტების შემთხვევაში,  პირდაპირ სცენაზე გავდივართ.  ბოლოს, კონცერტის წინა რეპეტიცია ჩვენს მეგობართან,  გრიგორი ყიფიანთან, გვქონდა. საბოლოო ჯამში,  გვინდა შევქმანთ საკუთარი სიმღერა  და შევთავაზოთ მსმენელს.

ავტორი: ანა ჯიქია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.18%
უარყოფითად - 51.82%
მიჭირს პასუხის გაცემა - 10%
სულ - 110 ხმა