|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

"შსს აკადემია" საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა „შსს აკადემიამ“ "სოხუმი" დაამარცხა. მან საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია  ანგარიშით 3-2 მოიგო. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი, მეხუთე მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც შსს-ს გუნდმა მეტოქე 74-71 დაამარცხა. "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის პლეი ოფის ყველა მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

მომავალი კვირიდან სუპერლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, სადაც "შსს აკადემია"  „ბათუმს“ შეხვდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 74.65%
ჯერ ადრეა - 18.31%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.04%
სულ - 71 ხმა