|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

ქუთაისელმა ფალავანმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა

ბელორუსიაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით  საერთაშორისო ქვეყნების თასის გათამაშება ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის გაიმართა. ტურნირზე 6 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიპოვა. ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალგაზრდა ქუთაისელმა ფალავანმა ზვიად პატარიძემ (მწვრთნელი: ელგუჯა მარუაშვილი) შეიტანა, რომელმაც 120კგ. წონით კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირამდე პატარიძემ  ბაქოში გამართულშეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. ბაქოში მასთან ერთად კიდევ ერთმა ქუთაისელმა სულხან ბუიძემ (96კგ.მწვრთნელი: ჯონი ტვილდიანი) იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავტორი: ანა ჯიქია