|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამტრედიიდან ჩასულ გოგონას არ მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი"

  ქართველი  მოჭადრაკე მერი  არაბიძე , ქალთა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი  გახდა ."ნიუპრესი" მოჭადრაკეს გაესაუბრა.


მერი არაბიძე 6 წლიდან  ჭადრაკით  არის  დაინტერესებულიბული. ის სამტრედიაში დაიბადა, იქ დაასრულა სკოლაც. უმაღლესში სწავლა არ გაუგრძელებია, რადგან მისი თავი სხვა ამპლუაში ვერ წარმოედგინა. როგორც თვითონ გვიამბობს, ჭადრაკი მისთვის ყველაფერია. 10 წლის ასაკში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რამაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტურნირი აქვს მოგებული, 10 წლის ასაკში მიღწეული მსოფლიო ჩემპიონობა,  მისთვის ყველაზე დასამახოვრებელია.

"სამტრედიიდან ჩასულ 10 წლის გოგონას,  არ მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონი  გავხდებოდი. მახსოვს, ძალიან გახარებული ვიყავი და ჩემს ბედნიერებას  ყველას ვუზიარებდი",- იხსენებს მერი.

არაბიძე 15 წლის მანძილზე ასაკობრივ  ტურებში იღებდა მონაწილეობას. ერთი წელია, რაც ქალთან ნაკრებში თამაშობს და აქაც უამრავ წარმატებას მიაღწია. 21 წლის გოგონა 3-ჯერ  გახდა  მსოფლიო  და ევროპის ჩემპიონი.  

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გუნდურ შეჯიბრებებში, რომელიც ჩინეთში ჩატარდა, საქართველოს  ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მერი არაბიძეს მიუძღვის. ის გამორჩეულ მოჭადრაკედ აღიარეს და ოქროს მედალი გადასცეს.

"ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის მოჭადრაკეებთან, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერი შევძელით. გუნდურმა მუშაობამ დიდი წარმატება მოგვიტანა. ერთად ვემზადებოდით შეჯიბრისთვის, ერთმანეთს ვამხნევებდით, გამოცდილებას ვუზიარებდით, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა, დღეს "ჭადრაკის დედოფლები" ვართ",- განაცხადა არაბიძემ.

გოგონებმა 9 ტური ითამაშეს, აქედან  მხოლოდ ერთი  დაასრულეს ფრედ, დანარჩენი მოიგეს.  

"2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედით, ამიტომ ჩინეთში სამეულზე  ვფიქრობდით, მაგრამ თუ ასეთი ტრიუმფით გავიდოდით პირველ ადგილზე, ნამდვილად ვერც წარმოვიდგენდით.  წლევანდელი სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ყველაზე მეტად გამახარა იმან, რომ ამ დიდ წარმატებასთან ერთად ჩემს დაფაზეც ოქროს მედალი მოვიპოვე",-აღნიშნა მოჭადრაკემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი