|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ლათინო-ამერიკულ ცეკვების ტურნირში ქუთაისელი მოცეკვავეები მონაწილეობენ

 თბილისში  ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მსოფლიოს ღია რეიტინგული ტურნირი ტარდება.  ჩემპიონატში 30–ზე მეტი ქვეყნის მოცეკვავეები მონაწილეობენ.

მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად, აღნიშნულ ტურნირში  ქუთაისის სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ელიტა'- ს მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას: ბარბარე სვანაძე, გიორგი კოსტავა, ნათია გობეჯიშვილი, გიორგი ადეიშვილი, ნონა ჭელიძე, საბა გრძელიძე.

სტუდია „ელიტა“-ს  ხელმძღვანელებს,  ხათუნა და ანა ბუხაიძეებს ტურნირზე წარმატების მოპოვების იმედი აქვთ.

ტურნირი  სპორტულ კომპლექს „არენა“-ზე  დღეს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება.


ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა