|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

"ქუთაისი 2010" "სოხუმთან" დამარცხდა

საკალთბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" "სოხუმთან" დამარცხდა. ეს  პლეი აუტის მესამე შეხვედრა იყო. თამაში დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა გუნდმა "ქუთაისი 2010" ანგარიშით  94:84 დაამარცხა. ქუთაისური კლუბიდან ყველაზე 
შედეგიანები ზაურ ფაშაევი და მირზა სარაილია იყვნენ, მათ ანგარიშზე  29 და 26 ქულაა. 
"ქუთაისი 2010" მორიგ შეხვედრას 21 მაისს ქუთაისში გამართავს. ისინი "მგზავრები-არმიას"  შეხვდებიან. გუნდები მე-5 - მე-6 ადგილებს გაითამაშებენ. 

ავტორი: ანა ჯიქია