|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურამ კოტე არჩაიას ბრალი წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა. 
"მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რაც მოგვცემს საფუძველს აღვადგინოთ დაზარალებულთა დარღვეული უფლებები და დავუბრუნოთ მათ უკანონოდ ჩარმორთმეული ქონება.
დაზარალებულთა უფლებების აღდგენის და მათთვის ქონების დაბრუნების საკითხზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მთავრობამ და მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაევალა, შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით, დაზარალებულებს გადასცენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება, რომელიც დაზარალებულს სხვადასხვა საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებებით იძულებით დაათმობინეს, აჩუქებინეს ან მიატოვებინეს. 
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მიერ განხილულ იქნა 1000 მდე საჩივარ-განცხადება და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებულ იქნა 5 საჯარო მოხელე, რომლებიც იმდროისთვის დასაქმებული იყვნენ შსს და პროკურატურაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა