|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ჩინური ინვესტიციის ქართული პრობლემები

ქუ­თა­ის­ში, ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში მდებარე თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნის ჩი­ნურ ნა­წილ­ში ქარ­თველ მუ­შებს ინ­ვეს­ტო­რის მი­მართ პრე­ტენ­ზიები აქვს. ად­გი­ლობრი­ვი მუ­შების ნა­წი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლობის მხრი­დან არ­ცთუ სახარბიე­ლო მოპყრობაზე საუბრობს.

ქუ­თა­­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­­ზე ჩი­ნე­თის ხუა­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნა სა­მი წლის წინ გაიხსნა. ჩი­ნურ მხარეს ზო­ნა­ში საქ­მი­­ნობის უფ­ლება 2049 წლამ­დე აქვს. რო­გორც ტე­რი­ტო­რი­­ზე მოქ­მე­დი სამ­შე­ნებლო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იუ­რა გო­გის­ვა­ნი­ძე ამბობს, წლების წინ ტე­რი­ტო­რია მას­ზე არ­სებული შე­ნობა-ნა­გებობებით აუთ­ვი­სებელი იყო. ინ­ვეს­ტორ­მა კი ობიექ­ტები გა­­რე­მონ­ტა.

ზო­ნა­ში სხვა­დასხვა პრო­ფი­ლის რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მო  და სას­ტუმ­რო „ხუა­ლი­ნი" ფუნ­ქცი­­ნი­რებს. სა­წარ­მოების ნა­წი­ლი ხე-ტყის გა­და­მუ­შა­ვებას ეწე­ვა, ნა­წილ­ში კი  სახურა­ვების დამ­ზა­დება მიმ­დი­ნა­რეობს. რო­გორც სა­წარ­მო­ში აცხადებენ, პრო­დუქ­ცი­ით ად­გი­ლობრივ ბაზარს ამა­რა­გებენ.  

იუ­რა გო­გის­ვა­ნი­ძის თქმით, ტე­რი­ტო­რი­­ზე უახლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბაზ­რობის მოწყობა იგეგ­მება, სა­დაც სამ­შე­ნებლო, საყოფაცხოვ­რებო და სხვა სა­ჭი­რო სა­ქო­ნე­ლი გაიყიდება. რო­გორც გო­გის­ვა­ნი­ძე ამბობს, ინ­დუს­ტრი­ულ ზო­ნა­ში და­საქ­მებული პი­რების დიდ ნა­წილს ქარ­თვე­ლები წარ­მო­ად­გე­ნენ. თუმ­ცა, კონ­კრე­ტულ რიცხვს ვერ ასახელებს. და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტების განხორ­ცი­­ლების შემთხვე­ვა­ში გო­გის­ვა­ნი­ძე და­საქ­მებულ­თა რიცხვის ზრდას პროგ­ნო­ზი­რებს. 

ინ­დუს­ტრი­ულ ზო­ნა­ში და­საქ­მებული ქარ­თვე­ლი ქა­ლების ნა­წი­ლი ძი­რი­თად ტე­რი­ტო­რი­ის დაგ­ვა-და­სუფ­თა­ვებაზე არის პა­სუხის­მგებელი. მა­თი სა­მუ­შაო დღე 09:00 სა­­თი­დან იწყება და ერ­თსა­­თი­­ნი შეს­ვე­ნების გა­მოკ­ლებით, 18:00 სა­­თამ­დე გრძელ­დება.

„სა­მუ­შაო უკე­თე­სი რომ იყოს, კარ­გი­ა, მაგ­რამ რაც გვაქვს, იმას ვჯერ­დებით. თვე­ში 8 დღე გვაქვს დას­ვე­ნება და 240 ლარს ვი­ღებთ ხელ­ფა­სის სახით," - ამბობს ინ­დუს­ტრი­ულ ზო­ნა­ში და­საქ­მებული ლი­კა ალ­ფა­­ძე.

ქარ­თვე­ლი მუ­შების მე­­რე ნა­წი­ლი ინ­ვეს­ტო­რის საქ­მი­­ნობით უკ­მაყოფი­ლო­ა. მუ­შების ნა­წი­ლის განცხადებით, დაბალი ხელ­ფა­სების გარ­და, ზო­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან ურ­თი­ერ­თობისას გარ­კვე­­ლი დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა სა­ჭი­რო. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, ზედ­მე­ტი „სი­თა­მა­მე" მუ­შას გარ­კვე­­ლი ხნით სამ­სახური­სა და თა­ვი­სუფ­ლების და­კარ­გვის  ფა­სად დაუჯდეს.

„ხელი­სუფ­ლება თუ ჩა­­რე­ვა ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნის საქ­მი­­ნობაში და მუ­შებსა და ინ­ვეს­ტორს შო­რის ურ­თი­ერ­თობებს და­­რე­გუ­ლი­რებს, ეს ცხადია, კარ­გი იქ­ნება. რად­გან მარ­ტო დაბალი ხელ­ფა­სი არ არის პრობლე­მა. ერ­თი ზედ­მე­ტი სიტყვა რომ უთხრა, ან მას­თან მი­მარ­თებაში ზედ­მე­ტი მოძ­რაობა გა­­კე­თო, გი­ჩივ­ლებს და პა­სუხის­გებაში მიგ­ცემს. ცო­ტა ხნის წინ ჩვენ­თან ერთ მუ­შას 3-წლი­­ნი სასჯელი მის­ცეს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩი­ნე­ლი უფ­რო­სის­თვის ხელი აუქ­ნე­ვი­ა. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დებულს უთხრა - ვი­ცი, მარ­თა­ლი ხარ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამ, ამათ ხელ­შეუხებლობის გა­რან­ტიები აქ­ვთო," - ამბობს ერთ-ერ­თი მუ­შა, რო­მელ­მაც ვი­ნაობის და­სახელება სამ­სახურის  და­კარ­გვის ში­შით არ ისურ­ვა.

სახელ­მწი­ფოს მხრი­დან უცხოე­ლი ინ­ვეს­ტო­რების გარ­კვე­­ლი პრი­ვი­ლე­გიებით აღ­ჭურ­ვა შე­საძ­ლო­ა, იმ ფაქტს უკავ­შირ­დება, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ქვეყნის ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლება ჩი­ნე­ლების სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნების­თვის გა­მოყენებას გეგ­მავ­და. თა­ვის დრო­ზე ამის მცდე­ლობა პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ხარა­გა­­ლის მაჟორი­ტა­რობის კან­დი­დატ­მა გია ყრუ­აშ­ვილ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა. რო­გორც ყრუ­აშ­ვი­ლი იმ დროს აცხადებდა, „ნა­ცი­­ნა­ლებმა" ხარა­გა­­ლი-ზეს­ტა­ფო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ავ­ტო­მობილო გზის მშე­ნებლობაზე და­საქ­მებულ პი­რებს „ხუთი­­ნებით" გა­ფორ­მებული მა­­სუ­რები ჩა­აც­ვეს და ქარ­თუ­ლი გვარ-სახელები მის­ცეს.

ქუ­თა­ის­ში ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ციების ჩა­დების თე­მა და მა­თი რიცხვის მა­ტება განხილ­ვის სა­გა­ნი იყო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებში. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხელი­სუფ­ლების ცვლი­ლების შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეებს ქვეყნის და­სა­ტო­ვებლად ორი თვის ვა­და მი­­ცათ. რის გა­მოც ეს უკა­ნას­კნე­ლები მათ­თან და­საქ­მებულ პი­რებს ხელ­ფა­სებს არ უხდი­­ან. თუმ­ცა თა­ვად ინ­დუს­ტრი­ულ ზო­ნა­ში და­საქ­მებულები აცხად

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა