|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ფინალში საფრანგეთს ხვდება

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ბაქოს პირველი ევროპული თამაშების გუნდური ასპარეზობის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი დაამარცხეს, ნახევარფინალში კი უნგრელ ძიუდოისტებს სძლიეს.

ირაკლი უზნაძის გუნდი ფინალში, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, საფრანგეთს უპირისპირდება.
გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობენ ოქროს მედალოსნები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

ავტორი: ანა ჯიქია