|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.  მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. მათი წარმატებით საქართველოს დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველობის ფინალში იჭიდავა და მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ძიუდოისტებიდან ავთანდილ ჭრიკიშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.  საქართველოს ძუდოისტთა ნაკრები მცირე ხნით შეისვენებს.  ივლისის შუა რიცხვებში გუნდი შეიკრიბება და წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონასტისთვის დაიწყებს მომზადებას. 

მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 24-30 აგვისტოს  გაიმართება. 



ავტორი: ანა ჯიქია