|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

როგორ ისჯებოდნენ ქუთაისელი მძღოლები სამართალდამცავების მხრიდან [Video]

ქუთაისელი მძღოლები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონობაზე ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, მძღო­ლების კუთ­ვნი­ლი მართვის მოწ­მობები უკ­ვე წე­ლი­წად­ნახევა­რია  სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­­ში ინახება. საბუთების არ ქო­ნის გა­მო, კი მძღო­ლებს მიკ­რო­ავ­ტობუსის სა­მარ­თა­ვად სხვა პი­რის და­ქი­რა­ვება და და­მა­ტებითი ხარჯების გა­წე­ვა უწევთ.

ქუ­თა­­სე­ლი მძღო­ლების მი­ერ საბუთების და­კარ­გვა გა­სუ­ლი წლის მა­­სის აქ­ციებს უკავ­შირ­დება. რო­მელ­საც თბილის­ში, თა­ვი­სუფ­ლების მო­­დან­ზე გა­ერ­თი­­ნებული ოპო­ზი­ცია მარ­თავ­და. იმ პე­რი­ოდ­ში, არ­სებული ხელი­სუფ­ლება სხვა­დასხვა მე­თოდს მი­მარ­თავ­და მძღო­ლების და­ში­ნების მიზ­ნით, რომ ამ უკა­ნას­კნელებს თბილის­ში, აქ­ცი­­ზე დას­წრების მსურ­ვე­ლი პი­რების გა­დაყვა­ნა­ზე უა­რი ეთ­ქვათ. მა­შინ მძღო­ლების ნა­წილს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­­ლებები ჩა­მო­არ­თვეს, ნა­წი­ლი დააჯარი­მეს, ნა­წილს 3-წლი­­ნი გაფრთხილება  (ე.წ. „ლი­შე­ნია") მის­ცეს, დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი კი მარ­თვის მოწ­მობების გა­რე­შე და­ტო­ვეს.

ძალოვნებისგან დაზარალებულ მძღოლთაგან ერთ–ერთი, ქუთაისელი  მერაბ როხვაძეა. მან დასახმარებლად newpress.ge–ის რედაქციას მომართა.

როგორც როხვაძე განმარტავს, მას საკუთარი საცხოვრებელი ბინის წინ, ქუთაისის პოლიციის მე–3 რაიონული განყოფილების წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოუწყვეს. რის შემდეგ იგი საპატრულო პოლიციამ დააკავა და მართვის მოწმობა კანონდარღვევის გარეშე ჩამოართვა. ხოლო მისი კუთვნილი ავტომობილი საპატრულოს თანამშრომლებმა, საჯარიმო ავტოსადგომზე  გადაიყვანა.

,,ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე დამაკავეს და მართვის მოწმობა შეგნებულად წამართვეს. როგორც თავად აწყობდათ   ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს. ეს იმიტომ, რომ მე და ჩემნაირები მაგალითი ვყოფილიყავით სხვებისთვის და იმ სხვებს აღარ არ  გაებედათ  თბილისში გამართულ აქციაზე ქუთაისიდან ხალხის გადაყვანა“, – ამბობს დაზარალებული მძღოლი.

აღნიშნული ფაქტების შესახებ, ქუთაისელი მძღოლები, ამ დრომდე დუმილს არჩევდნენ.  დღევანდელ თამამ განცხადებებს კი, როგორც თავად განმარტავენ, შეცვლილი ხელისუფლების იმედად აკეთებენ.


ავტორი: ანა ჯანაშია