|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია

ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები გახდა. ამ ასაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. საქართველო ისტორიული ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს. 

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები მზია ბებოშვილი და ლაშა დუდაშვილი გახდნენ. ნაკრების წევრები ივლისის ბოლოს თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ.


ავტორი: ნიუპრესი