|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისელებმა ბათუმიდან 5 ოქროს მედალი წამოიღეს

ბათუმში გამართული სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე  ქუთაისელმა მონაწილეებმა 5 ოქროს  მედალი მოიპოვეს.ევროპულ და ლათინო-ამერიკული ცეკვებში  შეჯიბრება  ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.  უფროსი ასაკის სოლო შემსრულებლებს შორის წარმატება მოიპოვა ქუთაისელმა ბარბარე სვანაძემ.  ხოლო  პატარებში -გვანცა ჯანელიძემ და მარი  ბრეგაძემ.  წყვილს შორის უფროსი ასაკის კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს - ინა უგლავა და გიორგი მუშკუდიანი,   პატარებს შორის კი -ლუკა შალამბერიძე და ანი გულოიანი. საერთაშორისო ტურნირში მსოფლიოს 16 ქვეყნის 1200-მდე უძლიერესმა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები სტუდია "ელიტას" მოცეკვავეები არიან. სტუდიას ანა და ხათუნა ბუხაიძეები ხელმძღვანელობენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი