|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსკოვის "ტორპედოდან" ქუთაისის "ტორპედოში?"

ქუთაისის "ტორპედოს" წევრი, შესაძლოა, ანდრეი ნიკონოვი გახდეს. ნიკონოვი მოსკოვის “ტორპედოს” მცველია. იგი მოსკოვის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. ქუთაისის "ტორპედოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის რამაზ ჩხიკვაძის თქმით, 20 წლის ფეხბურთელთან ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ. "არის საუბარი ერთ ფეხბურთელზე, ნიკონოვზე, მაგრამ ჯერ არ არის კონტრაქტი გაფორმებული და თუ კი გაფორმდება კონტრაქტი, მაშინ შევძლებთ დეტალებზე საუბარს",- განაცხადა რამაზ ჩხიკვაძემ.

ითამაშებს თუ არა ანდრეი ნიკონოვი ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში, ეს ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

ავტორი: ანა ჯიქია