|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

რა ხდებოდა ზესტაფონის ახალი გამგებლის არჩევის დროს

ზესტაფონის ახალ გამგებლად ყოფილი მაჟორიტარი კახა გეწაძე ხმაურის ფონზე აირჩიეს. საკრებულოს მიერ გეწაძის გამგებლად არჩევას წინააღმდეგობა გაუწია ადგილობრივმა მოსახლეობამ.  ისინი ზესტაფონის გამგეობის შენობის წინ დილიდან შეიკრიბნენ. სხდომათა დარბაზში შესული მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარისგან კანდიდატურის შეცვლა მოთხოვდა.

სხდომის მიმდინარეობისას, მოულოდნელად გამოჩნდა  საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, რომელმაც ადგილი საკრებულის თავმჯდომარის გვერდით დაიკავა. ამის შემდეგ მოულოდნელად რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების დასრულებისთანავე,  საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და გამგებლად კახა გეწაძე დანიშნა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა