|
  • EUR 1 = GEL 3.4626
  • USD 1 = GEL 3.1172
|

"არ მაინტერესებს არც დადებითი და არც უარყოფითი შეფასებები"

   ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ახალგაზრდა  პოეტია. ის ჯერ სტუდენტია. სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში. ნიკოლოზი "ნიუპრესის" სტუმარია. 

ნიკოლოზ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობთ  ახალგაზრდებში. თქვენს შესახებ ბევრი რამ იციან, მიუხედავად ამისა მაინც გაგვაცანი თავი.

- ერთი უბრალო ადამიანი ვარდავიბადე თბილისში, გავიზარდე სოფელ შინდისში, ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტშივწერ ლექსებსგანსაკუთრებული არაფერი...

-როდის აღმოაჩინე შენში ლექსების წერის ნიჭი ?

- 17  წლის ასაკში დავიწყე სისტემატიურად წერა. ეს ნიჭი არ აღმომიჩენია. რამე რომ აღმოაჩინო, უნდა ეძებდე. მე კი ბავშვობიდან  ვწერდი, იშვიათად, მაგრამ მაინც.

შენი ლექსების უმრავლესობა სიყვარულს ეძღვნება, ეს რაიმე კონკრეტულ ურთიერთობას უკავშირდება ?

- არა, უბრალოდ, რაც მეწერება, იმას ვწერ და აქედან გამომდინარე, არის ჩემს ლექსებშიც ეს თემატიკაც ალბათ,  თუმცა მე არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც სიყვარულს ეძღვნება ჩემი ლექსები.

პოეზიის გარდა რა გიტაცებს?

- ფეხბურთის ყურება და თამაში. საკმაო დროს ვუთმობ ორივეს.

თუ მიგიღია ლიტერალურულ კონკურსებში მონაწილეობა?

- კი, "გალაკტიონობა 2014"  და 2015- ში მივიღე მონაწილეობა.

როგორ ფიქრობ, პოეზია რა როლს თამაშობს ჩვენს რეალობაში?

- ყველას თავისებურად ესმის, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა.  ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავი  და  საკუთარი სულის ნაწილი იპოვოს პოეზიაში.

კრიტიკას როგორ იღებ?

- არ მაინტერესებს არც დადებითი  და არც უარყოფითი შეფასებები.

შენს კრებულზე რას გვეტყვი ?

- ჯერჯერობით კრებული არ მაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებ გამოცემას.

დაგვიტოვე შენი რომელიმე ლექსის ნაწყვეტი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია..

- „...და დედა ჩემი ღმერთივით ღმერთი“

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი