|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები D ჯგუფში მოხვდა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო, წილის ყრისას საქარველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. ჯგუფში საქართველოსთან ერთად არიან: უელსი, ავსტრიის, სერბეთი, ირლანდი, მოლდოვა ნაკრებები.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 2016 წლის 5 სექტემბერს გამართავს. ბოლო მატჩს კი სერბეთის წინააღმდეგ, 2017 წლის 9 ოქტომბერს სტუმრად  ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების განრიგი კი ასეთია:

1.  2016 წელი 5 სექტემბერი (საქართველო)  - საქართველო - ავსტრია

2.  2016 წელი 6 ოქტომბერი (ირლანდია ) - ირლანდია - საქართველო

3. წელი 9 ოქტომბერი (უელსი) - უელსი - საქართველო 2016

4. 2016 წელი 12 ნოემბერი (საქართველო) - საქართველო - მოლდოვა  

5. 2017 წელი 24 მარტი (საქართველო) - საქართველო - სერბეთი

6. 2017 წელი 11 ივნისი (მოლდოვა) - მოლდოვა - საქართველო

7. 2017 წელი 2 სექტემბერი (საქართველო) - საქართველო - ირლანდია  

8. 2017 წელი 5 სექტემბერი (ავსტრია) - ავსტრია - საქართველო   

9. 2017 წელი 6 ოქტომბერი (საქართველო) - საქართველო - უელსი  

102017 წელი 9 ოქტომბერი (სერბეთი)  სერბეთი - საქართველო

 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის კონტინენტის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები კი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი:  ჰოლანდია, საფრანგეთი, შვედეთი, ბულგარეთი, ბელორუსი, ლუქსემბურგი

B ჯგუფიპორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი, ფარერის კუნძულები, ლატვია, ანდროა

C ჯგუფიგერმანია, ჩეხეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი, სან მარინო

D ჯგუფიუელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა, საქართველო

E ჯგუფირუმინეთი, დანია, პოლონეთი, მონტენეგრო, სომხეთი, ყაზახეთი,

F ჯგუფი : ინგლისი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სლოვენია, ლიტვა, მალტა,

G ჯგუფი : ესპანეთი, იტალია, ალბანეთი, ისრაელი, მაკედონია, ლიხტენშტეინი

H ჯგუფი: ბელგია, ბოსნია ჰერცოგოვინა, საბერძნეთი, ესტონეთი, კვიპროსი

I ჯგუფიხორვატია, ისლანდია, უკრაინა, თურქეთი, ფინეთი.


2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურში რუსეთში გაიმართება. 



ავტორი: ანა ჯიქია