|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიდეო აფხა(ზეცის) საზღვრიდან"

 ახალგაზრდა პოეტის თემო შენგელაიას სახლიდან აფხაზეთის ე.წ. საზღვრამდე ზუსტად 9 კილომეტრია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოეტი ენგურის ხიდთან ლექსს კითხულობს.
"ზოგჯერ მივდივართ ბიჭები და გავყურებთ აფხაზეთს, რა შეგრძნებაა, ვერ აგიღწერთ... როცა იცი, რომ წინ რასაც ხედავ - მთები, ტყეები, დევების ბრჭაყალებჩამოსმული კლდეები საზღვარს იქითა ღრუბლები შენს ხალხს, შენს ჯიშს და ჯილაგს ეკუთვნის...

ვხვდები, ჩვენი ბავშვობა იმიტომ იყო მაგარი, სისხლისა და ცრემლის გრდემლზე რომ არის გამოჭედილი. ეს თაობები არ დაიკარგებიან! ეს თაობები შეცვლიან ყველაფერს...
და მაგალითით გაიზრდებიან, არ გაითვალისწინებენ, როცა ჩვენმა მამებმა სოფელ თორსასთან ერთმანეთი ამოხოცეს.  აგრეთვე, ჩვენმა მამებმა და მშობლებმა თავიანთი შვილები კბილებით გადმოგვიყვანეს აბობოქრებულ მდინარეზე, მიმართულებით სიღრმისკენ, მშვიდობის ნაპირის ძებნასა და გადარჩენის ცხოვრებისეულ თრილერში. და მინდა ამ ლექსით, ამ ემოციით, თაობებს, რომლებსაც აფხაზეთი და 90-იანი წლები არ ახსოვთ, ვუთხრა, რომ გაუზიარეთ ეს ვიდეო ერთმანეთს და გახსოვდეთ აფხაზეთი მუდმივად!", - განაცხადა  თემო შენგელაიამ "ნიუპრესთან" საუბარში. 

როგორც ავტორი ამბობს: "ვიდეო აფხა(ზეცის) საზღვრიდან"



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა