|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წლის პოპულარული პროფესიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  წელს ყველაზემოთხოვნადი პროფესიებია ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკაა.

ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს. "ნიუპრესი" ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს სოფიო დოლიძეს ესაუბრა: "ფაკულტეტებს, რომლებიც ლიდერობენ ჩვენს ცხრილში არის ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და მედიცინა.  არის ერთგვარი ახალი ტენდენციები, რომელსაც ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ სახელმწიფო სთვაზობს აბიტურიენტებს ე.წ უფასო ფაკულტეტებს. მაგალითად, სამშენებლო მოდულებზე არის ძალიან დიდი კონკურსი, აბიტურიენტებისთვის საინტერესო ხდება ქართული ფილოლოგია, ისტორია, ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია  - ეს ის ახალი ტენდეციებია, რომელიც შარშან და იმის წინ არ იყო. ის ინიციატივა, რომ ადამიანებს სწავლა დავუფინანსოთ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს და შედეგი აქვს", - განაცხადა სოფიო დოლიძემ. 

 2015 წლის პოპულარული პროფესიების ათეულს გვთავაზობს

Career Builder- Economic Modeling Specialists Intl.  ათეული 

(EMSI)-თან თანამშრომლობით შედგა.

კვლევამ აჩვენა, თუ რომელი სპეციალობებია მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და რამდენია მათი შემოსავალი.  

მარკეტინგის მენეჯერი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +10%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $119, 433  

პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +15%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $92,892

ტექნოლოგი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +9%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $81,036

კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +7%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $74,547 

დიპლომირებული მედდა – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +5%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $71,792 

ვებდეველოპერი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +17%;საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $58,281 

მენეჯერი ჯანდაცვის სფეროში – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +6%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $90,708 

ფიზიოთერაპევტი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +10%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $80,350 

ლოგოპედი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +5%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $70,720 

გაყიდვების მენეჯერი – მოთხოვნის ზრდა (2010 – 2014): +8%; საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ): $106,038

როგორც ჩანს, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი მკვეთრად არ განსხვავდება უცხოური კვლევის შედეგებისაგან. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა