|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული წყალტუბო?

ქალაქის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. წყალტუბოს რეაბილიტაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. 2013 წელს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება დასრულდა. ამ დროისთვის კი ქალაქში პარალელურად 10 პროექტი მიმდინარეობს. ცენტრალური პარკი, ხიდები და ბილიკები, შადრევნები, მოედანი, ცივი ტბა, ტბიდან გამომყვანი არხები, კურორტის მართვის ოფისი და ტურისტული ცენტრი, ასევე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაცია და გარეგანათება. ამასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობებს. როგორც წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი აღნიშნავს, რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია, მხოლოდ გამწვანების სისტემის მოწესრიგება დარჩა.
ქალაქის რეაბილიტაციისათვის მსოფლიოს განვითარების ბანკიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო.
წყალტუბო დამთვალიერებლებისათვის სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება, თუმცა კურორტი დამსვენებლების სიმცირეს არც ახლა უჩივის. ჯერ კიდევ დაუსრულებელი პარკი უკვე არის ადგილობრივების შეკრების ადგილი.



ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა