|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრი

  სქელტანიანი ნაწარმოებები ბევრს აფრთხობს. ეს სტატია მათთვისაა. ვისაც ლიტერატურა უყვრას, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც სქელტანიანი წიგნების"ეშინია". 5 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრი.


სიაში მეხუთე ადგილს მოხუცი ფრანგი ქალის ნაშრომი იკავებს. მან ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიების კონკურსში გაიმარჯვა. ავტობიოგრაფიას ჰქვია:"ადრე მე მქონდა სწორი სახე და დაჭმუჭნული კაბა, ახლა პირიქით".


მეოთხე ადგილი: ინგლისელებმა მოაწყვეს ყველაზე მოკლე მოთხრობის კონკურსი, მაგრამ კონკურსის პირობების  იხედვით, მოთხრობაში მოხსენიებული უნდა ყოფილიყო ღმერთი, დედოფალი, სექსი და საიდუმლო. პირველი ადგილი მიანიჭეს ასეთი მოთხრობის ავტორს: "ო ღმერთო, - დაიყვირა დედოფლმა - მე ფეხმძიმედ ვარ და არ ვიცი ვისგან!"


მესამე ადგილი: ო, ჰენრი - გაიმარჯვა მოკლე მოთხრობების კონკურსში. მის მოთხრობას აქვს ნაწარმოების შემადგენლობის ყველა კომპონენტი - კვანძი, კულმინაცი და კვანძის გახსნა" მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და დაიხარა ბენზოავზთან, რომ ენახა რამდენი ბენზინი დარჩა. გარდაცვლილი იყო 23 წლის.


მეორე ადგილი: ფრედერიკ ბრაუნმა შექმნა ყველაზე მოკლე საშინელი ისტორია: "დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი იჯდა ოთახში. კარზე დააკაკუნეს..."


სიის სათავეშია ჰემინგუეი - ის დანაძლევდა, რომ დაწერდა მოთხრობას, რომელიც იქნებოდა მხოლოდ 4 სიტყვისაგან შედგენილი და შეძლებდა ნებისმიერ მკითხველი მოზიდვას. მან სანაძლეო მოიგო:" იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი"

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა