|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

"პოეტური საქართველო 2012" – ფილმში ასახული შემოქმედება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში დოკუმენტური ფილმის "პოეტური საქართველო 2012" ჩვენება შედგა.

ფილმი, იმ შემოქმედი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რომელთაც შემოქმედებითი ტურნე "პოეტური საქართველო 2012" თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყვეს.

პოეტი ზურა სალუქვაძე, მუსიკოსი ოთიკო ანდრიაძე და მათი მეგობრები  – ის ადამიანები არიან, რომელთაც, მათ მიერვე შექმნილი მუსიკა და პოეზია ერთმანეთს დაუკავშირეს და პროექტი – "პოეტური საქართველო 2012" შექმეს. მოგვიანებით კი, შეიქმნა ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის ბიუჯეტი – 0 ლარია.  

18 ქალაქში გამართული პოეზიის საღამო და ცხოვრება სცენის მიღმა – ასეთია სამოყვარულო კამერით გადაღებული ფილმის – "პოეტური საქართველო 2012" შინაარსი.

 ფილმის პრეზენტაცია ქუთაისის გარდა ყველა იმ ქალაქში შედგება, სადაც  "პოეტური საქართველო 2012"–ის შემოქმედებითმა გუნდმა პოეზიის საღამო გამართა.


ავტორი: სოფო ბობოხიძე