|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

თაროზე შემოდებული გარდაცვლილ პაციენტთა საქმეები

ქუთაი­სის კლი­ნი­კურ სა­­ვადმყოფო­ში, დაახლოებით ერ­თი წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის, გია სვინ­ტრა­ძის მე­უღ­ლე, ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძე დახმა­რების­თვის ახალ ხელი­სუფ­ლებას მი­მარ­თავს. სვინ­ტრა­ძის ოჯახი იმ ექი­მების პა­სუხის­მგებლობის სა­კითხის დაყენებას ითხოვს, რომ­ლებსაც მი­სი თქმით, პა­ცი­ენ­ტის და­ღუპ­ვა­ში მი­უძ­ღვით ბრა­ლი.

ექი­მების მი­ზე­ზი­თა თუ მათ­გან და­მო­­კი­დებლად პა­ცი­ენ­ტების და­ღუპ­ვის შემ­დეგ, მე­დი­კო­სებსა და გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტების ოჯახებს შო­რის და­ვა ხშირ შემთხვე­ვა­ში წლების გან­მავ­ლობაში გრძელ­დება. პა­ცი­ენ­ტები მუდ­მი­ვად ექი­მების არაპ­რო­ფე­სი­­ნა­ლიზ­მსა და უყურად­ღებობაზე საუბრობენ.  ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა განცხადებით კი ექი­მის ბრა­ლე­­ლობა გა­მო­ძიებამ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს. ისი­ნი ამას­თა­ნა­ვე პი­რობას დებენ, რომ პა­ცი­ენ­ტებისა და ექი­მების უფ­ლებებს თა­ნაბრად და­­ცა­ვენ.

გია სვინ­ტრა­ძის გარ­დაც­ვა­ლების ფაქ­ტზე საქ­მე მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვალ­ში აღიძ­რა. სვინ­ტრა­ძე სა­­ვადმყოფო­ში ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რეობის დროს და­­ღუ­პა. პა­ცი­ენტს გუ­ლი გა­­ჩერ­და. ოჯახის წევ­რები მის გარ­დაც­ვა­ლებაში კლი­ნი­კუ­რი სა­­ვადმყოფოს ექი­მებს, მა­მა-შვილ ოთარ და სო­ლო­მონ ლე­­ნი­ძეებს ადა­ნა­შა­­ლებენ.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახის წევ­რები გა­მო­ძიებას უნ­დობლობას უცხადებენ. მა­თი თქმით, გა­მომ­ძიებელ­მა ექი­მები მხოლოდ, ერთხელ და­კითხა და ამის შემ­დეგ საქ­მის მა­სა­ლები თა­რო­ზე შე­მო­დო.

ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძემ დახმა­რების­თვის ქვეყნის პრე­ზი­დენ­ტსაც მი­მარ­თა, რო­მელ­მაც საქ­მე­ზე რე­­გი­რება ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და უწყების მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ზუ­რაბ ჭიაბერაშ­ვილს და­­ვა­ლა. სა­მი­ნის­ტრო­დან ჩა­მო­სულ­მა ექიმ­თა ჯგუფ­მა კლი­ნი­კურ სა­­ვადმყოფო­ში მოკ­ვლე­ვა ჩა­­ტა­რა. მა­თი დას­კვნის მიხედ­ვით, სვინ­ტრა­ძის გარ­დაც­ვა­ლების საქ­მე­ში ექი­მის ბრა­ლე­­ლობა არ იკ­ვე­თება. თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე ამბობს, რომ ექიმ­მა, სო­ლო­მონ ლე­­ნი­ძემ კო­ლე­გებს ყალბი დო­კუ­მენ­ტები მი­­წო­და და ექი­მებმაც დას­კვნა ამ დო­კუ­მენ­ტების სა­ფუძ­ველ­ზე და­დეს. ამი­ტომ, ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძე საქ­მის ხელახალ შეს­წავ­ლას ითხოვს.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ოჯახისათ­ვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პა­სუხით, პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლების მი­ზე­ზი ფილ­ტვის ემბოლია გახდა. დი­აგ­ნო­ზის გარ­და, პა­სუხში აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, თუ რა გამ­ოკვლე­ვები ჩა­­ტარ­და პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ამ­დე. თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის თქმით, ექიმ­მა იც­რუა, რად­გან მის ქმარს მხოლოდ სისხლის, შარ­დის ანა­ლი­ზი და კარ­დი­ოგ­რა­მა გა­­კეთ­და.

„სო­ლო­მონ ლე­­ნი­ძეს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვს, რომ ჩემს ქმარს ლაბორა­ტო­რი­­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი კვლე­ვები და რენ­ტგე­ნი გა­­კე­თეს. რაც ასე არ ყოფი­ლა. პი­რი­ქით, ოპე­რა­ცი­ის წინ ჩე­მი შვი­ლი ექიმს ეხვე­წებოდა, რენ­ტგე­ნი გა­და­ვუ­ღო­თო. მან კი უთხრა, ჩემ­თვის ანა­ლი­ზები და კარ­დი­ოგ­რა­მა  საკ­მა­რი­სი­­ო," - ამბობს ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის თქმით, მის ქმარს ექ­ვსი ნეკ­ნი ჩამ­ტვრე­­ლი ჰქონ­და, რაც გარ­დაც­ვა­ლების შემ­დგომ ჩა­ტა­რებულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა.

„ეგ რომ მცოდ­ნო­და, სა­­პე­რა­ცი­ოდ რო­გორ გა­ვიყვან­დით. მო­უმ­ზა­დებელი პა­ცი­ენ­ტი შეიყვა­ნეს ოპე­რა­ცი­­ზე. ფილ­ტვის ემბოლია და­­მარ­თებოდა, აბა რა იქ­ნებოდა, ნეკ­ნები თუ გა­ტეხილი იყო, ხომ შე­იძ­ლებოდა ფილტვს შეხებოდა. ქმა­რი მო­მიკ­ლეს. სიკ­ვდი­ლამ­დე არ გავ­ჩერ­დები და ამ საქ­მეს ბოლომ­დე მივყვები. რომ გა­­გეს ცუ­დად იყო მა­თი საქ­მე, ექი­მებიდან დაწყებული სა­ნიტ­რებით დამ­თავ­რებული, ყვე­ლა უკა­ნა კა­რი­დან გა­­პა­რა და ჩვენ პატ­რუ­ლი მოგ­ვიგ­ზავ­ნეს. სა­­პე­რა­ცი­­ში რომ შე­ვე­დით, ჩე­მი ქმა­რი მკვდა­რი  მი­ტო­ვებული იყო და თავ­ზე პატ­რუ­ლი ად­გა. მა­ნამ­დე კი გვატყუებდნენ და გვეუბნებოდ­ნენ, ოპე­რა­ცია კარ­გად მი­დი­სო," - ამბობს ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძე.

სვინ­ტრა­ძის ოჯახი რე­­გი­რებას გა­მო­ძიების­გა­ნაც ელის. ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძის თქმით, პრო­კუ­რორ­მა და გა­მომ­ძიებელ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახისა და ექი­მების ჩვე­ნებები ერ­თმა­ნეთს უნ­და და­­პი­რის­პი­როს.

„მე შევ­პირ­დი პრო­კუ­რორ­საც და გა­მომ­ძიებელ­საც, რომ თუ დრო­­ლად არ იმოქ­მე­დებენ, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ვაყენებ სა­კითხს. ჯერ იყო და უმოქ­მე­დობის მი­ზე­ზად იმას ასახელებდნენ, ზაფხულია და ექი­მები არ არი­­ნო. მე­რე მითხრეს, ახლა ქვეყანა აი­რი­ა, და­ლაგ­დება მდგო­მა­რეობა და მე­რე მივხედავ­თო. ქვეყნის და­ლა­გებას ვუ­ცა­დო?," - ამბობს ქე­თე­ვან სვინ­ტრა­ძე.

გია სვინ­ტრა­ძის

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე