|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ციხეები პატიმრების ზედამხედველობის ქვეშ?!

სა­ქარ­თვე­ლოს ციხეებში პა­ტი­მარ­თა წა­მებისა და მა­თი წა­მების ია­რა­ღად ქცე­­ლი ცოცხების წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ფარ­თო­მას­შტაბია­ნი კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ, რო­გორც სჩანს, პა­ტიმ­რებმა აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სობა იგ­რძნეს. რად­გან ამჯერად „ჩაგ­ვრა­ზე" სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულების თა­ნამ­შრომ­ლები ალა­პა­რაკ­დნენ.

მარ­თა­ლია, ციხის თა­ნამ­შრომ­ლები პა­ტიმ­რების მხრი­დან  მა­თი უფ­ლებების გა­და­ჭარბებაზე ღი­ად არ საუბრობენ, თუმ­ცა  პი­რად საუბრებში უკ­მაყოფი­ლებას აშ­კა­რად გა­მოხატა­ვენ და აცხადებენ, რომ ციხეები პა­ტიმ­რების ზე­დამხედ­ვე­ლობის ქვეშ ექ­ცე­ვა.

„ოჯახი რომ არ მყავ­დეს სარ­ჩე­ნი, სამ­სახურ­ზე ნამ­დვი­ლად უარს ვიტყოდი. ციხეში შეს­ვლა აღარ მინ­და. პა­ტიმ­რები ციხის თა­ნამ­შრომ­ლების ხელ­ში აყვა­ნას ცდი­ლობენ. ცუ­დად რომ მო­იქ­ცეს პა­ტი­მა­რი, მის­თვის შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის უფ­ლება მა­ინც არ გაქვს.  თუ ასე მო­იქ­ცე­ვი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­გას­მენს და შენს გა­თა­ვი­სუფ­ლებას მო­ითხოვს.  მსჯავ­რდებულები ისეთ ადა­მი­­ნებს ადებენ ხელს, რომ­ლებსაც სა­ერ­თოდ  არ ჰქო­ნი­ათ შეხება პა­ტიმ­რებთან, წა­მებაზე და ცუ­დად მოპყრობაზე საუბარი ზედ­მე­ტი­ა. პა­ტიმ­რები ძი­რი­თა­დად იმ ყოფილ პო­ლი­ცი­­ლებთნ ცდი­ლობენ ან­გა­რიშ­სწო­რებას, რომ­ლებთა­ნაც ად­რე ურ­თი­ერ­თობა ჰქონ­დათ და მა­თი წყალობით მოხვდნენ ციხეში. მსჯავ­რდებულების თქმით,  რაც მეტ თა­ნამ­შრო­მელს გა­უშ­ვებენ ციხიდან, ეს მათ­თვის მე­ტი დამ­სახურება იქ­ნება ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა­ში," - ამბობს გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ის ერთ-ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ჩვენს ხელთ  არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­გუ­თის კო­ლო­ნი­­ში პა­ტიმ­რების მოთხოვ­ნით ციხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 17-კა­ცი­­ნი სია უკ­ვე შე­ად­გი­ნა და ამ­დე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი სახლებში გა­უშ­ვა. საუბარია კი­დევ მე­­რე, 20-კა­ცი­­ნი სი­ის შედ­გე­ნა­ზე. რო­გორც ციხის თა­ნამ­შრომ­ლები აცხადებენ, აღ­ნიშ­ნულ სი­­ში მოხვედ­რი­ლი პი­რების შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. მა­თი ვა­რა­­დით, ამ სი­ის შე­მად­გენ­ლობაც წი­ნა სი­ის ბედს გა­­ზი­­რებს. თუმ­ცა კო­ლო­ნი­ის  ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარყოფს და აცხადებს, რომ და­წე­სებულება სამ­მა პირ­მა და­ტო­ვა, ისიც პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე.

ქვეყნის მას­შტაბით არ­სებულ ციხეებში პა­ტიმ­რების მი­მართ მიდ­გო­მა, 1 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ, ახალი ხელი­სუფ­ლების მოს­ვლის შე­დე­გად შე­იც­ვა­ლა. თვით ხელი­სუფ­ლების ცვლი­ლების კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ციხეებში წლების მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე პა­ტიმ­რების წა­მება და ამ პრო­ცე­სების ამ­სახვე­ლი ვი­დე­­მა­სა­ლის გავ­რცელება გახლდათ.

ახალ­მა ხელი­სუფ­ფლებამ წი­ნა­მორბედის დაშ­ვებული შეც­დო­მების გათ­ვა­ლის­წი­ნებით,  პა­ტიმ­რების მი­მართ მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა, მა­თი მოს­მე­ნა და­იწყო და მსჯავ­რდებულების წა­მების ტრა­დი­ცი­ის ერ­თგვა­რი დამ­ნერ­გვე­ლი, სასჯელაღ­სრუ­ლების დე­პარ­ტა­მენ­ტის ყოფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაჩო ახალა­ია სისხლის სა­მარ­თლის  პა­სუხის­გებაში მის­ცა, თუმ­ცა არა პა­ტიმ­რების წა­მების მუხლით.

არ­ჩევ­ნების შემ­დეგ, ციხეში შე­სუ­ლი ად­ვო­კა­ტები და პა­ტიმ­რების უფ­ლებების დამ­ცვე­ლი პი­რები აცხადებდნენ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი თავს უდა­ნა­შა­­ლოდ თვლი­და და ახალი მთავ­რობის­გან მი­სი საქ­მის გა­დახედ­ვას ითხოვ­და. ხელი­სუფ­ლებამ უკ­ვე გა­­თა­ვი­სუფ­ლა გარ­კვე­­ლი პი­რების ნა­წი­ლი, რომ­ლებიც თავს პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებად თვლიდ­ნენ.

ციხიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებულ პირ­თა რიცხვი კი­დევ გა­იზ­რდება, რად­გან სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც 200-მდე პი­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლობისა თუ პა­ტიმ­რობის სტა­ტუ­სი უნ­და გან­საზ­ღვროს, მუ­შაობას მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ას­რუ­ლებს. ჯგუ­ფი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რების სი­ას პარ­ლა­მენტს გა­დას­ცემს, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რების გა­თა­ვი­სუფ­ლების მე­ქა­ნიზ­მებს გა­ნიხილავს.

თუმ­ცა, ახალი ხელი­სუფ­ლების მხრი­დან პა­ტიმ­რების მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი „ზრუნ­ვა" ამით არ სრულ­დება. ადა­მი­­ნის უფ­ლებათა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეკა ბესე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტში  „ამ­ნის­ტი­ის შე­სახებ" კა­ნო­ნის ინი­ცი­რება მოახდი­ნა. კა­ნონ­პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცების შემ­დეგ, ხელი­სუფ­ლება ფარ­თო­მას­შტაბიან ამ­ნის­ტი­ას გეგ­მავს. საუბარია ყვე­ლა პი­რობითი მსჯავ­რდებულის, ასე­ვე, პირ­ვე­ლად ნა­სა­მარ­თლე­ვი და გა­უფრთხილებელ პი­რობებში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­­ლი­სათ­ვის მსჯავ­რდებული პი­რების   გა­თა­ვი­სუფ­ლებაზე. კა­ნონ­პრო­ექ­ტის მიხედ­ვით, იმ პი­რებს, რომ­ლებსაც ამ­ნის­ტია არ შეეხებათ, სასჯელი გა­­ნახევ­რდებათ. ამ კა­ტე­გო­რი­ას კი არას­რულ­წლოვ­ნები, ქა­ლები, ნაკ­ლებად მძი­მე და მძი­მე და­ნა­შა­­ლი­სათ­ვის ციხეში მყოფი პი­რები წარ­მო­ად­გე­ნენ. ეკა ბესე­ლი­ას

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე