|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისელები „საოცნებო" მაჟორიტარის ძიებაში

„სად არის გუბაზ სა­ნი­კი­ძე? იძებნება გუბაზ სა­ნი­კი­ძე" - ქუ­თა­­სის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატ­თან და­კავ­ში­რებული ეს სტა­ტუ­სები გა­სულ კვი­რას სო­ცი­­ლურ ქსელ  facebook-ის ქუ­თა­­სე­ლი მომხმა­რებლების განხილ­ვის თე­მას წარ­მო­ად­გენ­და.

სად არის გუბაზ  სა­ნი­კი­ძე? რას საქ­მი­­ნობს მაჟორი­ტა­რი,  რას  ჰპირ­დება სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს უკ­ვე არ­ჩევ­ნების შემ­დეგ და რა პო­ზი­ცია  აქვს პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­­სი­დან გა­და­ტა­ნა-არ­გა­და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რებით? „ახალი გა­ზე­თი" ამ კითხვებზე პა­სუხის მი­ღებას მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბიუ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან, გე­ლა გაბადა­ძის­გან შე­­ცა­და. ჩვენ ასე­ვე იმის გარ­კვე­ვაც ვცა­დეთ,  რამ­დე­ნად იც­ნობენ მო­ქა­ლა­ქეები სა­კუ­თარ მაჟორი­ტარს და რა მო­ლო­დი­ნები აქვთ მის­გან.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნობაში მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გუბაზ სა­ნი­კი­ძის ბიუ­რო გა­სუ­ლი წლის 12 ნო­ემბრი­დან ფუნ­ქცი­­ნი­რებს. ბიუ­რო­ში 4 ადა­მი­­ნია და­საქ­მებული. მაჟო­რი­ტა­რის ბიუ­რო მიმ­დი­ნა­რე წელს ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ბიუჯეტის ნაც­ვლად ცენ­ტრა­ლუ­რი ბიუჯეტი­დან 60 000 ლა­რით ფი­ნან­სდება. რაც 20 000 ლა­რით მე­ტია წი­ნა მაჟორი­ტა­რის ბიუ­როს ხარჯებთან შე­და­რებით.

გე­ლა გაბადა­ძის თქმით, ამ დრო­­სათ­ვის მაჟორი­ტარ დე­პუ­ტატ­თან დაახლოებით 230 განცხადებაა შე­სუ­ლი. რო­გორც გაბადა­ძე ამბობს, მო­ქა­ლა­ქეები ძი­რი­თა­დად უმუ­შევ­რობას, საცხოვ­რებელი ფარ­თებსა და სო­ცი­­ლუ­რი სახის პრობლე­მების მოგ­ვა­რებას ითხოვენ. გე­ლა გაბადა­ძის თქმით, მათ მო­ქა­ლა­ქეების და­სახმა­რებლად  ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი არ აქვთ, ამი­ტომ ისი­ნი შე­მო­სულ განცხადებებს მე­რი­ის შე­საბამის  სამ­სახურ­ში ამი­სა­მარ­თებენ და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა წე­რი­ლებზე  რე­­გი­რების პრო­ცესს უწე­ვენ მო­ნი­­ტო­რინგს. 

გე­ლა გაბადა­ძის თქმით, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლების გარ­და, ბიუ­როს წევ­რები მო­ქა­ლა­ქეებთან გას­ვლით შეხვედ­რებს მარ­თა­ვენ და მათ პრობლე­მებსაც ეც­ნობიან. მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბიუ­როს  გარ­და,  გაბადა­ძე თა­ვად მაჟორი­ტა­რის  მუ­შაობაზეც საუბრობს. მი­სი თქმით, გუბაზ სა­ნი­კი­ძეს მო­ქა­ლა­ქეებთან შე­სახვედ­რად კვი­რა­ში  ერ­თი დღე, ხუთ­შაბათი აქვს გა­მოყოფი­ლი.

„გუბაზი არის ქუ­თა­ის­ში, არის პარ­ლა­მენ­ტში და მუ­შაობს. ის ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თით­ქოს მაჟორი­ტა­რი არ სჩანს,  არის აგებული რა­ღაც ჭო­რებზე. გუბაზი ყველ­გან ვერ იქ­ნება და ვერ გა­მოჩ­ნდება. პარ­ლა­მენ­ტშიც გა­დატ­ვირ­თუ­ლი რეჟიმი აქვს და წი­ნას­წარ ვერ და­გეგ­მავს შეხვედ­რას. ყოფი­ლა ისე­თი შემთხვე­ვა, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე პარ­ლა­მენ­ტშიც გა­მიშ­ვია მას­თან შე­სახვედ­რად. ჩვენს  მუ­შაობაში  თუ რამ არის გა­სა­უმჯობესებელი, გა­უმჯობეს­დება და  ქუ­თა­­სი მა­ლე და­­ნახავს რას აკე­თებს  და ვის დაეხმა­რა გუბაზ სა­ნი­კი­ძე," - ამბობს გე­ლა გაბადა­ძე.

ქუ­თა­­სის მაცხოვ­რებლებმა სო­ცი­­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვეობით ქა­ლა­ქის მაჟორი­ტა­რის ძებნა მას შემ­დეგ და­იწყეს, რაც  ქუ­თა­ის­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლების განხილ­ვა­ზე (სა­დაც ერთ-ერთ სა­კითხს ქა­ლა­ქი­დან პარ­ლა­მენ­ტის გა­და­ტა­ნა-არ­გა­და­ტა­ნის თე­მა  წარ­მო­ად­გენ­და), მაჟორი­ტა­რი არ ეს­წრებოდა. ქა­ლა­ქის აქ­ტი­­რი სა­ზო­გა­დოების ერთ-ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის ირაკ­ლი ჯულაყიძის თქმით, ამ ეტაპ­ზე ქუ­თა­­სი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის  შე­ნარ­ჩუ­ნებაა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რებით კი მაჟორი­ტა­რის პო­ზი­ცია მათ­თვის უც­ნობია.

ირაკ­ლი ჯულაყიძე მი­იჩ­ნევს, რომ არ­სებულ  ვი­თა­რებაში  მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის მი­ერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში  ქუ­თა­­სის მი­მართ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რებებიც აუხდე­ნელ ოც­ნებად რჩება.

„ჩე­მი აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტმა სას­წრა­ფოდ უნ­და იმსჯელოს დე­პუ­ტა­ტის გა­მოწ­ვე­ვის  პრო­ცე­დუ­რებზე და იმ დე­პუ­ტა­ტებმა, რომ­ლებიც თა­ვი­ანთ მო­ვა­ლეობებს სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებენ, უნ­და და­ტო­ვონ ად­გი­ლები. ქუ­თა­­სისათ­ვის დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხზე პო­ზი­ცი­ას მაჟორი­ტა­რის გარ­და, ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი აფიქ­სი­რებს. პორ­ტი ამ ქა­ლაქ­ში არ გა­მო­დის, კოს­მოდ­რომს ვა­შე­ნებთ ახლა  და რა­კე­ტებს გა­ვუშ­ვებთ ჰაერ­ში. უყვარს ხალხს მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნა," - ამბობს ირაკ­ლი ჯულაყიძე. 

სო­ცი­­ლუ­რი ქსე­ლის  მომხმა­რებლებმა  კითხვის პა­სუხი თუ  სად არის ქუ­თა­­სის მაჟორი­ტა­რი ისევ სო­ცი­­ლურ  ქსელ­ში, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარბაზ­ში გა­და­ღებულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე იპო­ვეს, სა­დაც გუბაზ სა­ნი­კი­ძეს სე­სი­ის დროს სძი­ნავს. მძი­ნა­რე  სა­ნი­კი­ძის ფო­ტო მი­­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს <

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე