|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ფინანსების განკარგვის ანგარიშს ალასანიას უწყება ნდობის ჯგუფს ჩააბარებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეკითხვებს პასუხობდა. მინისტრმა მთავარი აქცენტი საკუთარი უწყების რეორგანიზებისა და ქართულ ჯარში დაგეგმილი სიახლეების შესახებ გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს მიმართ საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება. შესყიდვებისა და ფინანსების განკარგვის შესახებ ალასანიას უწყება ნდობის ჯგუფსა და საპარლამენტო კომიტეტს სისტემატიურ ანგარიშს ჩააბარებს, იგეგმება საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემაც.

დღესვე ალასანიამ რეზევრში განსახორციელებელ ცვლილებებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე , საკუთარი უწყებიდან გათავისუფლრბულ სამხედრო მოხელეებზე და წინა ხელისუფლების პირობებში არამიზნობრივად განკარგულ თანხებზეც ისაუბრა.

ავტორი: სოფო ბობოხიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა